დევნილები საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან-რას აპროტესტებენ ე.წ. სუბარის რეფორმაში

დევნილთა საკოორტინაციო საბჭოს წევრები აცხადებენ, რომ „შემწეობის“ რეფორმა მორალურ გენოციდს უწყობს დევნილ საზოგადოებას. მათი თქმით, საჭიროა „ხალხის ხმის“ გაგონება და ამიტომ იკრიბებიან 25 მაისს, 14 საათზე დევნილთა სამინისტროსთან.

რას აპროტესტებემ დევნილები და რა ძირითადი მოთხოვნები აქვს საბჭოს? ამ საკითხზე საბჭოს წევრი, “დევნილთა პოლიტიკური თანამშრომლობის ცენტრის” დამფუძნებელი ოთარ ფანცულაია საუბრობს:

-რას ვაპროტესტებთ ე.წ. სუბარის რეფორმაში:
1.პოლიტიკური ასპექტი სრულიად უგულვებელყოფილია.
2.დევნილები ჰკარგავენ პოლიტიკურ სტატუსს და ისინი გადაჰყავთ სოციალურ სტატუსზე (ომი არ ყოფილა, დაგვესიზმრა).
3.რესტიტუციის კანონი – ოკუპირებულ ტერიტორიებზე დანატოვარი ქონების სანაცვლოდ (!!) დევნილებს დაუკანონებენ იმ სოროებს, სადაც ამჟამად სახლობენ.
4.ყოველი ახალი ინიციატივით ხდება დევნილთა დიფერენცირება (შენ მოგცემ, იმას წავართმევ, შენ დაგიმატებ, შენ არ მოგცემ), რითაც ხელოვნურად შეაქვთ ბზარი დევნილთა ერთიანობაში.
5.რეფორმის საბოლოო მიზანს წარმოადგენს დევნილთა აღრიცხვიანობის გაუქმება, ანუ – არ გყავს დევნილი, არ გაქვს ტერიტორიული პრობლემა.
6.დევნილთა საკითხების მართვაში (მათ შორის რეფორმის პროექტის შემუშავების პროცესში) დევნილები არ არიან ჩართულები, ხოლო თუ ვინმე ასეთი ფიგურირებს, მათი მოვალეობაა უაპელაციო თანხმობა ხელისუფლების ყველა ხუშტურზე, რასაც ჩართულობას ვერ ვუწოდებთ.
7.ამ რეფორმით იკვეთება, რომ ხელისუფლებას არ გააჩნია გონივრული გეგმა/მიდგომა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხისადმი.

ეს არის მცირე ჩამონათვალი.
ჩვენ კარგად გვესმის, რომ ქვეყანაში დუხჭირია, არავის არ ულხინს. მაგრამ საკითხი ეხება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივებს. ყოველმხრივ უფლებების ჩამორთმევა-შეზღუდვებით, მათ შორის საკუთარი მთავრობის არჩევის და საკუთარი საქმეების მართვის უფლების, ხელისუფლება დევნილებს მორალურ გენოციდს უწყობს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა ნათლად ხედავს თუ როგორ ექცევა საქართველოს ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს, რაც მათ სულაც არ უზრდით მოტივაციას დაბრუნდნენ საქართველოს იურისდიქციაში.
ეს მხოლოდ დევნილთა საქმე აღარაა. ჩვენ ვდგავართ წინა ხაზზე უსამართლობასთან და უხეშ ძალასთან, მაგრამ გვჭირდება მხარდაჭერა.
ჩვენი ძალა ერთიანობაშია, ან გავიმარჯვებთ ამ უთანასწორო ბრძოლაში, ან საბოლოოდ დავკარგავთ ჩვენს ტერიტორიებს.

მანამდე კი საბჭოს წევრმა კახა შამათავამ საზოგადოებისადმი მიმართვა გაავრცელა და მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

იხ.

http://www.geomediatv.ge/%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%91%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%a4%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a1-%e1%83%93/