ჩოხა და ქართული ტრადიციული ელემენტები ნამდვილი გადატრიალება გახდა მოდის სამყაროში (ვიდეო)

20 წლის ამერიკელი სუპერ-მოდელი ბელა ჰადიდი ახალი პარფიუმის Goldea The Roman Night დემონსტრირებისას რომში, საზოგადოების წინაშე ჩოხით წარსდგა, რომლის დიზაინერი დევიდ კომაა.

ბრიტანელმა, წარმოშობით ქართველმა დიზაინერმა დევიდ კომამ ბოლო კოლექციაში პირველად შეიტანა ქართული ტრადიციული სამოსის ელემენტები, ასე რომ  2017-2018 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია ნამდვილ გადატრიალებად გახდა მოდის სამყაროში.

იტალიური ბრენდის Bulgari პარფიუმის წარდგენისას ბელა ჰარის ჩაცმულობამ საზოგადოების აღფრთოვანება დაიმსახურა.