ამერიკაში მუსლიმი მოქალაქე ერთ-ერთ პიცერიას 100 მილიონი დოლარის გადახდას სთხოვს

ამერიკაში, მიჩიგანის შტატში  მუსლიმმა მოქალაქემ ერთ-ერთი პიცერიის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. მოჰამედ ბაზი  პიცერიას კომპენსაციის სახით 100 მილიონი დოლარის გადახდას  ედავება. როგორც ბაზი აღნიშნავს, პიცის ყიდვისას მენეჯერმა დაარწმუნა, რომ  მასში არსებული ძეხვი სრულიად აკმაყოფილებდა ისლამის ნორმებს, თუმცა ღორის ხორცისგან აღმოჩნდა დამზადებული.

როგორც მომჩივანი აცხადებს, მან და მისმა მეუღლემ  აღნიშნულ რესტორანში ორჯერ შეიძინეს პიცა, სადაც მინიშნებული იყო მარკირება “ისლამის ნორმას აკმაყოფილებს.”  პიცერიაში პირველად შესვლის შემდეგ როდესაც შეკვეთილი პიცა მიირთვეს, თავი ცუდად იგრძნეს და ამის შემდეგ შეეპარათ ეჭვი, რომ პეპერონი ღორის ძეხვით იყო დამზადებული.  თუმცა მეორედაც გადაწყვიტეს სტუმრობა, ამჯერად მენეჯერს გაესაუბრნენ და მისი ლაპარაკი, სადაც არწმუნებს კლიენტებს, რომ მათი წესების დაცვით ხდება მუსლიმებისთვის პიცის შეთავაზება, მალულად ჩაიწერეს.