“ამ თემას ვერ გამოვეკიდები, არც თქვენ გირჩევთ იმიტომ, რომ ეს არის შიდა საკითხი”

საქართველოს პატრიარქის დაცვის უფროსის გათავისუფლებას შეფასებები უკვე მოჰყვა პოლიტიკოსების მხრიდან.

საპარლამენტო უმრავლესობა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ზურაბ ბუჩუკური თანამდებობიდან მეუფე პეტრესთან ახლო ურთიერთობის გამო გაათავისუფლეს, არ ეთანხმება. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ საპატრიარქოში მიმდინარე შიდა პროცესებზე ინფორმაცია არ აქვთ.

„დაცვის უფროსი და ნებისმიერი თანამდებობის პირი შეიძლება დაინიშნოს, გათავისუფლდეს. ამ თემას ვერ გამოვეკიდები, არც თქვენ გირჩევთ იმიტომ, რომ ეს არის შიდა საკითხი,“-განაცხადა გია ვოლსკიმ.

რაც შეეხება, მამა გიორგი მამალაძის პროცესზე, სახალხო დამცველის არდაშვებას, ვიცე- სპიკერ გიორგის ვოლსკის თქმით,  დახურულ სხდომაზე პირის დასწრებას, თავად სასამართლო განსაზღვრავს.