“…მწვანე ზოლზე მართლაც მოხდა შეხვედრა და ნუ პროვოკატორობთ! დაანებეთ ძალოვნების დისკრედიტაციას თავი!

გიორგი მუხიგულაშვილი

უფლებადამცველი

-აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფინანსებდა ალიევის ფარული ოპოზიცია და მწვანე ზოლზე მართლაც მოხდა შეხვედრა ერთ- ერთ ოპოზიციონერსა და ჟურნალისტს შორის, ოღონდ ნებით და არა იძულებით, რა დროსაც აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურმა მოახდინა მათი დაკავება, ვინაიდან ამ ორთაგან ერთი იმყოფებოდა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე კანონიერად და მუხთალი იმყოფებოდა უკანონოდ, მოხდა მხოლოდ ჟურნალისტის დაკავება, რასაც მოჰყვა ერთგვარი ჟურნალისტური პროვოკაცია და ამის საფუძველზე აეგო ის დიდი ტყუილი, რაც ახლა ტრიალებს პროვოკაციის სახით.
ზუსტად იმ ფარული ოპოზიციონერის გადაცემული 10 000 ევრო აღმოაჩნდა მას ჩხრეკისას .
ასე რომ, ნუ პროვოკატორობთ, თქვე უჯიშოებო, დაანებეთ ძალოვნების დისკრედიტაციას თავი!

მათ გასაგონად ვამბობ, ვინც აფგან მუხთარლის იცავთ, ქართველი ძალოვანები ყველაფერს რომ ლაპარაკობდნენ, რასაც ეგ აზერი აკეთებდა სირცხვილით ვერ გამოყობთ თავს!

ყველა გავლენიანი აზერბაიჯანული მედია მაგას წერს, რომ ეგ ტიპი არის ჟურნალისტიკას ამოფარებული შანტაჟიორი და ფარულად ახდენდა გაურკვეველ არასამთავრობო ორგანიზაციებთან გარიგებებს და ებრძოდა ალიევს . ერთ – ერთი გარიგების ფაქტზე მოხდა მისი დაკავება!

ასევე საეჭვოდ აჩენს კითხვებს ის ფაქტი, რომ სოროსის ფონდში დაიგეგმა მისი მხარდამჭერი ჯგუფის საქმეები…