თანავუგრძნობ და ვუსამძიმრებ ბრიტანელ ხალხსა და მთავრობას

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ლონდონში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ძალიან ვწუხვარ ლონდონში მომხდარი ტერორისტული თავდასხმების გამო, რომლებსაც კვლავ შეეწირნენ უდანაშაულო ადამიანები – დაღუპულია 6 და დაშავებულია ათობით ადამიანი. თანავუგრძნობ და ვუსამძიმრებ დაღუპულების ოჯახებს, ბრიტანელ ხალხსა და მთავრობას. ამ მძიმე წუთებში ჩვენ მათ გვერდით ვდაგავართ“, -ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.