პარლამენტში ცვლილებების საპარლამეტო განხილვები იწყება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძიმ საკონსტიტუციო ცვლილებების საპარლამენტო განხილვებთან დაკავშირებით სპეციალუი ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, პარლამენტში ცვლილებების საპარლამეტო განხილვები იწყება.

ირაკლი კობახიძემ პარლამენტში კანონპროექტის განხილვის დღის წესრიგი და გრაფიკი წარმოადგინა. მისი თქმით, დღეიდან პარასკევის ჩათვლით საკომიტეტო მოსმენები ჩატარდება.

„ჩვენ გვინდოდა, რომ სასესიო განხილვები 12 ივნისს და 26 ივნისს გამართულიყო, თუმცა ვენეციის კომისიის სხდომა დაინიშნა 16 ივნისს. ჩვენ გადავწყვიტთ, რომ დაველოდოთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, ამიტომ 12 ივნისს ვეღარ მოხერხდება პლენარულის ჩატარება და დაგვჭირდება რიგგარეშე სხდომის მოწვევა,“- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებზე პირველი პლენარული სხდომა 19 ივნისს გაიმართება, სადაც სავარაუდოდ პირველი მოსმენით მიიღებენ ცვლილებებს. შემდეგ კანონპროექტზე ისევ საკომიტეტო განხილვები ჩატარდება და უკვე რიგგარეშე სხდომაზე მეორე მოსმენით მოხდება კანონპროექტის მიღება.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, არსებულ კანონპროექტში ცვლილებები აუცილებლად შევა. მისი თქმით, უნდა დაველოდოთ საკომიტეტო განხილვებს და ვენეციის კომისიის დასკვნას და ამის შემდეგ გაცხადდება პოზიცია ცვლილებებთან დაკავშირებით.

„ბუნებრივია დოკუმენტი გადაისინჯება, შევა მთელი რიგი ცვლილებები საყოველთაო განხილვების და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით. ამის შემდეგ უკვე გადასინჯული დოკუმენტი შევა სასესიო განხილვებზე,“- დასძინა ირაკლი კობახიძემ.