ბრიტანეთი საბოლოო შედეგებს ელოდება

დიდ ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დასრულებულია. მიმდინარეობს ხმების დათვლის პროცედურა. პირველადი მონაცემებით ლიდერობს  ქვეყნის პრემიერ- მინისტრის, ტერეზა მეის “კონსერვატიული პარტია”. მას 650-ადგილიან თემთა პალატაში უკვე 305 ადგილი აქვს მოპოვებული.

256 მანდატს ფლობს ლეიბორისტული პარტია.ბოლო მონაცემებით, შოტლანდიის ეროვნულმა პარტიამ 59 საპარლამენტო ოლქიდან 34-ში გამარჯვება უკვე მოიპოვა.

ლიბერალ-დემოკრატები და ჩრდილოეთ ირლანდიის დემოკრატიული მოკავშირეების პარტია 10-10 ადგილს ფლობენ.