,,ჰალიფატის ჯარისკაცები ააფეთქებენ, გაჭყლეტენ და ყელს გამოჭრიან მტერს“

  ისლამური სახელმწიფო“ გაუმართავი ინგლისურით  ჩაწერილ ვიდეო-მიმართვას ავრცელებს და შვიდ ქვეყანას ტერაქტებით ემუქრებიან.

გაუმართავი ინგლისურით გავრცელებულ ხმოვან შეტყობინებაში ტერორისტები მოუწოდებენ ისლამის მიმდევრებს თავი შეიკავონ მასობრივი თავშეყრის ადგილებზე შეკრებისგან, რადგან  ,,ჰალიფატის ჯარისკაცები ააფეთქებენ , გაჭყლეტენ და ყელს გამოჭრიან მტერს“.
მუქარის შემცველი შეტყობინების გაფრთხილების ადრესატები არიან მუსლიმები ,რომლებიც ცხოვრობენ ბელგიაში, აშშ-ში, რუსეთში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, კანადაში ავსტრალიასა და იტალიაში.

საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის ექსპერტი პიტერ ვან ოსტაინი თვლის ,რომ რადიკალების განცხადება შესაძლოა სერიოზული საფუძველი ჰქონდეს, შეტყობინების შესწავლით ამ დროისთვის ბელგიელი და ბრიტანელი მეცნიერები არიან დაკავებული.