“ხალხთან ომი დასრულდეს” – აქცია გრძელდება

დაკავებული რეპერების მხარდამჭერი მსვლელობა რუსთაველის მეტროსთან დაიწყო და პარლამენტთან გრძელდება.

აქციას სლოგანით –  “ხალხთან ომი დასრულდეს” საკმაოდ ბევრი ადამიანი ესწრება. პარლამენტთან შეკრებილები  “ბირჟა მაფიის” წევრებს მხარდამჭერას უცხადებენ და მთავრობას გამოფხიზლებისკენ მოუწოდებენ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.