“დემოკრატიულ საზოგადოებაში ჟურნალისტების თავისუფლება უმნიშვნელოვანესია”

საქართველოში გაეროს ელჩი ნილ სკოტი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ყველაზე მნიშვნელოვანი გამოძიების გამჭვირვალობაა“

„ეს საქმე სამართლიანად უნდა იყოს გამოძიებული. უნდა მივიღოთ ახსნა თუ როგორ მოხვდა ჟურნალისტი საზღვრის მეორე მხარეს. მაგრამ, ყველაზე მნიშვნელოვანი გამოძიების გამჭვირვალობაა. ყველა საქმე, რომელიც მედიისა და სიტყვის თავისუფლებას ეხება, ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს. უნდა დავრწმუნდეთ, რომ მსგავსი ინციდენტი აღარ განმეორდება და გამოძიება ევროპული დემოკრატიის სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს, დემოკრატიულ საზოგადოებაში ჟურნალისტების თავისუფლება უმნიშვნელოვანესია“ – განაცხადა ნილ სკოტმა.