“საკუთარ მიწას ქართველი ხალხი უპატრონებს, პროცესი უკვე მიდის და სულ უფრო დაჩქარდება…”

მიწის საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვით თბილისის საკრებულოს დეპუტატს, სოსო მანჯავიძეს დავუკავშირდით.

-კარგად რომ ავხსნათ, რა შედის სასოფლო–სამეურნეო დანისნულების მიწებში?

-სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად ითვლება საჯარო რეესტრში სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად რეგისტრირებული მიწა, რომელიც გამოიყენება მემცენარეობისა და მეცხოველეობის პროდუქციის წარმოებისათვის – მასზე არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობებით ან მათ გარეშე.

2. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად ითვლება ასევე:

ა) კომლის (ოჯახის) საკუთრების წილი სოფლის, თემის, იურიდიული პირების საძოვრების, სათიბების, ტყეების ტერიტორიებზე;

ბ) სასოფლო-სამეურნეო მიწის ის ნაწილი, რომელიც შეიძლება იყოს ცალკე უფლების ობიექტი.

– საზოგადოების ნაწილი ასევე მოითხოვს არა მხოლოდ სასოფლო–სამეურნეო არამედ მთლიანად მიწის უცხოელებზე მიყიდვის აკრძალვას, რამდენად სამართლიანია ეს მოთხოვნა?

-მოთხოვნა,რომ არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიყიდვაც აიკრძალოს უცხოელ მოქალაქეებზე და იურიდიულ პირებზე,უფრო ემოციურია,რაც გასაგებია,მაგრამ არაა რაციონალური და ძალიან მძიმე შედეგებს მოიტანს.

მსჯელობა იმის შესახებ,რომ უცხოელები სასოფლო -სამეურნეო მიწებს სტატუსს შუცვლიან არასასოფლოდ და იქ სოფლის მეურნეობით დაკავდებიან,არა მგონია, საგნობრივი იყოს.

– ვითხოვთ მიწის არ გასხვისებას და ამ დროს სოფლები ცარიელდება. საქართველოში ჩატარებული უკანასკნელი აღრიცხვის მიხედვით სულ 3633 სოფელია რომლიდანაც __ 223 სოფელში არავინ აღარ ცხოვრობს! __ 157 სოფელში 1-დან 5-მდე მცხოვრებია; მიწა უპატრონოდ არის მიტოვებული, ამ მხრივ საზოგადოების ნაწილში ჩნდება კითხვა-მიტოვებას და გაცდენას გასხვისება ხომ არ სჯობს? თქვენ რას ფიქრობთ?

-რაც შეეხება თქვენს კითხვას,რომ სოფლები ცარიელდება,მიწა მოუვლელია და ამიტომ ის უცხოელებს უნდა მივყიდოთ,რათა მათ ის დაამუშავონ – ეს ორი საკითხი ერთმანეთთან ხელოვნურად არის გადაბმული,რათა მავანმა შექმნას რაღაც გამოვალობის განცდა. თუ მიწებს ჩვენ ვერ უვლით და კრიზისია.ეს თითქოს რაღაცნაირად გვავალდებულებს,რომ მიწა უცხოელებს მივყიდოთ,თანაც იქვე დააყოლებენ ხოლმე,რომ უცხოელები მიწას ზურგზე ვერ მოიკიდებენ.

ზურგზე კი არ მოიკიდებენ,არამედ შცვლიან ეთნიკურ-რელიგიურ ბალაანსს, რაც უკვე გააკეთეს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და აკეთებენ სხვაგანაც.

საკუთარ მიწას ქართველი ხალხი უპატრონებს. ეს პროცესი უკვე მიდის და სულ უფრო დაჩქარდება.

– როგორ ფიქრობთ, კონსტიტუციაში რეგულაციის ჩაწერით დავიცავთ ქართულ მიწას თუ საზოგადოებრივი შეგნებაც უნდა შეიცვალოს?

-მიწა არის ერის არსებობის საყრდენი,მისი განხილვა მხოლოდ ეკონომიკური მოგების მიღების კუთხით უზნეობისა და გონებაშეზღულობის შედეგია. მითუმეტეს ეკონომიკური თვალსაზრისითაც ერთჯერადი მოგების მიღება მომავალის ხარჯზე მხოლოდ ბრიყვებს ახასიათებთ.

ამ ადამიანების პრობლემა იმაშია,რომ ისინი ერს,როგორც სუბიექტს არ განიხილავენ და გლობალიზმის მარგინალური ასპექტის გაუნათლებელი და აგრესიული ადეპტები არიან.

რაც შეეხება ჩანაწერს კონსტიტუციაში, ცხადია ის არ არის პანაცეა. ეს უბრალოდ გვაძლევს დროს,რათა დავხვეწოთ და ურთიერშესაბამისობაში მოვიყვანოთ საკანონმდებლო ბაზა და სახელმწიფო პოლიტიკა იმისათვის,რომ მიწა ჩვენი მოქალაქეების საკუთრებაში დარჩეს და მათი კეთილდღეობის საფუძველი იყოს.