ქუთაიში ძლიერი წვიმების შედეგად ადიდებული რიონი კალაპოტიდან გადმოდის

 

დავით ცხვარაძე

ქუთაისში ძლიერტი წვიმების  შედეგად მდინარე რიონის წყლის დონემ საკმაოდ მოიმატა და მინიმალურს  გადააჭარბა. ადიდებული მდინარე ქალაქში არსებულ სადავო კაფე-ბარ  “არგოს“ ჯერ კიდევ  დაუსრულებელ შენობას მიუახლოვდა, არსებობს საფრთხე რომ მდინარე კალაპოტიდან გადმოვა და აღნიშნულ შენობას დატბორავს.

ქუთაისში კაფე ბარ „ არგო“-ს მშენებლობას არასამთავრობო სექტორი და მოქალაქეები აპროტესტებდნენ, კერძო ინტერესებს კი ისტორიული ადგილი შეეწირა. ამ დროისთვის შენობის  ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც ორი მეთვალყურე იცავს. ადიდებული მდინარე რიონი საყრდენ ჯებირს უკვე ასცდა.