გიორგი ძიძიკაშვილის “ფერადი სამყარო” – ფოტოგამოფენა „ვაჩეში“

ჩვენი სამყარო ფერადია, უბრალოდ უნდა დაინახო ან სხვისი თვალით დანახული მაინც შეიგრძნო. სრულიად განსხვავებულია გიორგი ძიძიკაშვილის თვალით დანახული სამყარო, რომელიც მნახველში მართლაც რომ აღფრთოვანებას იწვევს.

თუ გიყვართ ფოტოხელოვნება და გინდათ გახდეთ „ფერადი სამყაროს“ ნაწილი, აუცილებლად უნდა ეწვიოთ გამოფენას.

19 ივნისს, 7 საათზე, გალერეა “ვაჩე” (ქიაჩელის 28) მასპინძლობს ფოტო- ხელოვანის გიორგი ძიძიკაშვილის ფოტოგამოფენას “ფერადი სამყარო”

ფოტოები, რომლებიც სულ სხვა თვალით დაგანახებთ თქვენს გარშემო სამყაროს…