მკითხველის ზარი – მოუყევით ეს თქვენს მკითხველს და სეზონურ პრობლემას ადვილად გაუმკლავდებიან…

რამდენიმე ხნის წინ ერთ ქალბატონს დამწვრობის სამკურნალოდ „კამელინის“ მაზი ვურჩიეთ, დღეს ქალბატონმა ნაირა მამუჩიშვილმა სააგენტოში დარეკა და გვითხრა ის, რაც მართლა საინტერესოა და სეზონურ პრობლემას მოგვიგვარებს.

სიმართლე გითხრათ, „კამელინის“ ეს თვისება ჩვენც არ ვიცოდით (სააგენტო) და ამიტომ ქალბატონი ნაირას ნაამბობს გადმოგცემთ.

-„სოფელში ვიყავით, მოგეხსენებათ ბალახის სეზონია, მე და ჩემი მეუღლე ეზოს ვწმენდდით, უცებ რაღაც ჩხვლეტა ვიგრძენი ხელზე, არ ვიცი რამ მიკბინა, მაგრამ საშინლად გამისივდა და დამიწითლდა. მეწოდა ხელი. თან არც იოდი მქონდა და არც სპირტი. გამახსენდა, რომ მეუღლისთვის „კამელინის“ მაზი მქონდა წამოღებული, ფეხი აქვს დამწვარი და ისვებს, ვიფიქრე, წავისვამ, იქნებ წვა მაინც დამიამოსთქო და თუ დამიჯერებთ-საღამომდე ხელიც დამიცხრა და სიწითლემაც გამიარა. გამოდის ეს დამწვრობის მალამო მწერების ნაკბენებსაც აშუშებს.

მე პირადად შვილიშვილება რომ წავიყვან დასასვენებლად აუცილებლად წავიღებ ამ მაზს. არ ვიცი ეტყვით თუ არა ამას თქვენს მკითხველს, მაგრამ დამიჯერეთ-ზაფხულში კოღოების და სხვა მწერების ნაკბენებისგან დაცული იქნებით“