“წინააღმდეგ შემთხვევაში ამ კანონპროექტს მხარს არ დავუჭერ”

უმრავლესობის დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ კანონში უნდა აისახოს ნარკოტიკული ნივთიერების პროცენტული შემცველობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ კანონპროექტს ის მხარს არ დაუჭერს:

„კანონპროექტის მხოლოდ ერთ ნაწილს ვეთანხმები, რომ მარიხუანას მომხმარებელი ციხეში არ უნდა დავიჭიროთ. მაგრამ მე არ ვეთანხმები იმას, რომ მარიხუანას საზოგადოების საშიშროება უნდა შეფასდეს მისი წონით, რამეთუ ერთ და იგივე მარიხუანაში შეიძება მოქმედი ნივთიერება, ე.წ. ტეტროჰიდროკალაბინოლი იყოს სხვადასხვა შემცველობის, რომელიც იწვევს ნარკოტიკულ თრობას. ამიტომ მე ვფიქრობ კანონში უნდა აისახოს ამ ნივთიერების პროცენტული შემცველობა, წინააღმდეგ შემთხვევაში მე ამ კანონპროექტს მხარს არ დავუჭერ,“-აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.