ახალი რეგულაციები – სისტემა, რომლითაც ურჩ მძღოლებს დასჯიან

პირველი ივლისიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო მართვის მოწმობის 100 ქულიანსისტემაზე გადადის. 

უწყება მძღოლებს 100 ქულას მიანიჭებს. უკვე ცნობილია, რა სისტემით მოხდება იმ პირების დაჯარიმება, რომლებიც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესებს დაარღვევენ. ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ მძღოლებს ყოველ დარღვევაზე ქულები დააკლდებათ.

 მკაცრდება კანონი ნასვამი მძღოლებისათვის. ავტომანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვისთვის მძღოლებს მართვის მოწმობა ავტომატურად ჩამოერთმევათ, თუმცა სამ თვეში დოკუმენტის აღებას გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში ისევ შეეძლებათ.

100-დან 0 ქულაზე ჩამოსვლის შესახებ მოქალაქეები ინფორმაციას  sms-ისსაშუალებით მიიღებენ და მათ მართვის მოწმობა ავტომატურად ჩამოერთმევათ. მძღოლს დოკუმენტის აღება მეორე დღესვე გამოცდის ჩაბარებით შეეძლება, თუმცა თუ პირს გამოცდაზე გასვლა არ სურს, მართვის მოწმობა დაჯარიმებიდან 12 თვეში ავტომატურად აღუდგება.