ძალიან აგრესიული გახდა სოციალური ქსელი ზიზღის ენით და ქილიკით…

ამირან სალუქვაძე

ჩვენ, საჯარო ადამიანები, რომლებიც ვპოლიტიკოსობთ, ვექსპერტობთ, ვანალიტიკოსობთ, ვჟურნალისტობთ, ვმასწავლებლობთ თუ ვჩინოვნიკობთ, არ უნდა ვსაუბრობდეთ ზიზღის ენით და ქილიკით.

ეს ჩემთვის აქსიომაა.

ძალიან აგრესიული გახდა სოციალური ქსელი.

რატომღაც გვგონია, რომ ვირტუალურ სივრცეში ელემენტარული ეთიკა აღარ მოქმედებს. აქ კი ისევე უნდა ვწეროთ ან ვისაუბროთ, როგორვ ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანებთან ურთიერთობისას, სუფრასთან, აუდიოტორიაში, ქუჩაში.

რატომღაც გვგონია, რომ კომპიუტერის თუ სმარტფონის ეკრანს ამოფარებულს, ყველაფრის უფლება აქვს. მოეფხანება თავი ადამიანს და შემოაფქრვევს დამცინავ, ზიზღით სავსე “ბრძნულ” აზრებს.

მაგალითისთვის.

არ მოგწონთ მონარქიული მოწყობა? სულაც არაა საჭირო ქილიკით ისაუბრო მეფეებზე, ისტორიაზე. თუ საკუთარი ისტორია არ მოგწონს, მაშინ შენ თვითონ ვინ ხარ? ვინ ხარ და ისტორიის მტვერი, რომელიც, რამდენიც არ უნდა იქილიკო, ვერაფერს ავნებს შენი (თუ გსურთ ჩემი) ქვეყნის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაწერილ სახელებს.

ეს არ ნიშნავს, რომ მონარქიის აღდგენის ან მომხრე ვარ ან წინააღმდეგი. ამ თემაზე ცალკე დავწერ. უბრალოდ, როცა ქილიკობთ, ეხებით ჩემს ისტორიას, ჩემს პირად სივრცეს.

ანალოგიურადაა სხვა თემებთან მიმართებაში, თუ ეხებით ჩემს ქვეყანას, ჩემს სიტორიას, ჩემს კულტურას, ჩემს რელიგიას. არ მოგწონთ? არავინ გიშლით საკუთარი აზრის გამოხატვას ელემენტარული ეთიკის ფარგლებში

ძალიან ბევრს ჩვევად ექცათ შეურაცხმყოფელი და ზიზღის შემცველი ჩანაწერების გამოქვეყნება. ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს. ასე იქცევა დაბალი ინტელექტის მქონე, გაუნათლებელი, დაბოღმილი და უძლური ადამიანი.

განათლებული არ ნიშნავს ერთი ან ბევრი დიპლომის მქონეს, ინტელექტი არ ნიშნავს ბევრ ცოდნას…