ოკუპირებული აფხაზეთი უარს ამბობს თბილისის საჩუქარზე

საქართველოს სახალხო დამცველმა მთავრობას და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართა, რათა უახლოეს პერიოდში სამედიცინო აპარატურით აღჭურვონ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი ამბულატორიები და საბერიოს გადაეცეს სასწრაფო დახმარების მანქანები.

როგორც გალის რაიონის ადმინისტრაციის უფროსი თემურ ნადარაია აცხადებს, ‘არანაირი სასწრაფო დახმარების მანქანები არ მიუღიათ და არც არავინ აპირებს თბილისის საჩუქრის მიღებას.

ინფორმაციას გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელშიც. ოკუპირებულ ახაზეთში მცხოვრები საზოგადოების ნაწილი თბილისს ვალდებულადაც მიიჩნევს დახმარება გაუწიონ აფხაზეთს, თუმცა აქვე მიმართავენ მარიონეტულ რეჟიმს უარი თქვან საჩუქარზე.

შერიგების სამინისტროში კი აცხადებენ, რომ მოლაპარაკება დასრულებულია და სასწრაფოს მანქანა უკვე მზადაა გადასაცემად.

წყარო:

http://abkhazeti.info/abkhazia/2014/1497908012.php