,,ათენის ქართული სახლის” პრეზიდენტის ინიციატივა და მიმართვა სამხარაულს

საბერძნეთიდან , დიასპორულ ორგანიზაციათა გაერთიანების ,,ათენის ქართული სახლის” პრეზიდენტი დარეჯან ღამბაშიძე საქართველოს პარლამენტის საბერძნეთ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღავანელს გელა სამხარაულს საჯაროდ მიმართავს და საბერძნეთში ემიგრაციის ჯანმრთელობის საკითხისადმი ყურადღების გამახვილებას სთხოვს .

,, ბატონო გელა ,როგორც მოგეხსენებათ ჩვენი ემიგრაცია 25 წელს ითვლის, ბოლო 10 წელია, როგორც ვიცი, მრავლად მუშაობენ არასამთავრობო ორგანიზაციები ემიგრაციის საკითხებზე, მიუხედავად ამისა დღემდე უამრავი პრობლემური საკითხია არაერთი მიმართულებით და ვერ ხერხდება მათი მოგვარება, მაგალითად როგორიცაა ჯანმრთელობის , სიცოცხლისათვის უკიდურესად საფრთხის შემცველი გადაუდებელი ოპერაციები.

ჯანმრთელობის გაუარესების გამო ემიგრანტის გადაუდებელი დაბრუნება ქვეყანაში, ოჯახის წევრის უმძიმესი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ან თვით ემიგრანტის აუცილებელი დაბრუნება სამშობლოში, მისი მძიმე ავადმყოფობის გამო და ათასი რამ, რომელიც საჭიროებს დარეგულირებას, ემიგანტების მიერ შექმნილი დახმარების ფონდები,რითაც ისინი ეხმარებიან ონკო დაავადებულ ბავშვებს, სხვადასხვა მოხუცთა თავშესაფრებს, თუ ადგილობრივ ემიგრაციას, ვეღარ წვდება ამდენ შემთხვევებს. იმისათვის, რომ დიასპორაში, ეს პრობლემები მოგვარდეს.

ვფიქრობ სასწრაფოდ უნდა შეიქმნას საგანგებო სიტუაციის მქონე პირთა კომისია, რომელიც გადაწყვეტს ემიგრანტის ეკონომიურ საკითხთან დაკავშირებულ სირთულეებს ადგილსამყოფელ ქვეყანაში ,სადაც უჭირს ემიგრანტს. ეს კი. იმ ქვეყნების მეგობრობის ჯგუფებმა უნდა გადაჭრან ,სადაც ისინი არიან გამწესებულები, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მე საბერძნეთიდან მოგმართავთ ბატონო გელა. გრანტებს, რომელსაც იღებს ამდენი ორგანიზაცია, ან სახელმწიფო ხარჯავს ემიგრანტების ჯანმრთელობისათვის, ვფიქრობთ ნაწილი სწორედ, ამ საგანგებო სიტუაციებშია გამოსაყენებელი. მათ გადაუდებელი დახმარება სჭირდებათ! ამ ყველაფრის გასაცნობიერებლად მოგიყვანთ რეალურ ორ უკანასკნელ ფაქტს.

ერთი კვირის წინ ათენში მყოფ დედას, ქალბატონ ჟანა ჩიქოვანს დაეღუპა 12 წლის უნახავი შვილი,დედამ უსახსრობის გამო ვერ ჩაუსწრო შვილს ცოცხალს. ასევე ქალბატონი ანა ხაჩიძე ამჟამად გულის ინფარქტით ათენში , საავადმყოფოშია მოთავსებული და არა აქვს ექიმებისათვის გადასახდელი თანხა. თქვენ ,როგორც საბერძნეთის მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე თქვენი ვიზიტებით საბერძნეთში შეგიძლიათ ამ საქმის მოგვარებისკენ ნაბიჯების გადადგმა, ევროკავშირს აქვს უამრავი თანხა გამოყოფილი ემიგრაციაზე და ეს შეთავაზებაც არ იქნებოდა ურიგო, სტრატეგიის მართვა და ანალიზი“ რა“,“ როგორ“, უნდა გაკეთდეს, ამ საკითხის დაყენება საბერძნეთ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფიდან საბერძნეთის პარლამენტის ანალოგიური ჯგუფის წევრ პარლამენტარებთან ამ საკითხის მოგვარებას მეტად წაადგებოდა . გასაჭირში მყოფ ემიგრანტს მყისიერად სჭირდება დახმარება.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (iom) ვერ ახერხებს დროულ ჩარევას, მათგან შედეგი შეიძლება დადგეს ერთ თვეში, ან სამ თვეში . ჩვენი თანამემამულეები კი სწრაფ დახმარებას საჭიროებენ , სახელმწიფოს მხრიდან კი მოგეხსენებათ მოქალაქის დაცვა სავალდებულოა ყველა შემთხვევის დროს .

გთხოვთ, ეს ინიციატივა განიხილოთ სამთავრობო ორგანოებში, როგორც საქართველოში, ასევე საბერძნეთის მეგობრობის ჯგუფთან და მხარი დაუჭიროთ ასეთი კომისიის შექმნას და ამ საკითხზე მეტ ყურადღების გამახვილებას. – წერს საჯარო წერილში ათენის ქართული სახლის პრეზიდენტი.