თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს ჩატარდება

“თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს ჩატარდება. განკარგულება კი, 2 თვით ადრე, აგვისტოს ბოლოს გამოვა. გადაწყვეტილება მთავრობასთან შეთანხმებულია”, – განაცხადა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა.

მოქმედი კანონმდებლობით, პრეზიდენტი საკრებულოს, გამგებლის და მერის არჩევნებს პრემიერის კონტრასიგნაციით, მათი უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 60 დღისა ნიშნავს. არჩევნების დანიშვნა არჩევნებამდე 60-დღეზე ადრეც არის შესაძლებელი. პარლამენტში ინიცირებული პროექტით კი, თვითმმართველობის არჩევნები დანიშვნიდან 60 დღის ვადაში უნდა გაიმართოს.