კობახიძე ბუკიკიოს კრიტიკულ შეფასებას ეხმაურება

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიის პრეზიდენტის ჯანი ბუკიკიოს კრიტიკულ შეფასებას ეხმაურება, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებს შეეხება.

“შეგვიძლია ძალიან მკაფიოდ ავუხსნათ ჯანი ბუკიკიოს ის, თუ რა გახდა ამ გადაწყვეტილებების მიზეზი. ამაზე გვექნება საუბარი და დარწმუნებული ვართ, რომ ბატონი ჯანი ბუკიკიოსგან შესაბამისი პასუხი იქნება. როგორც მოგეხსენებათ, მესამე მოსმენით განხილვის პროცესში, დოკუმენტში შესაძლებელია მხოლოდ სარედაქციო ხასიათის ცვლილებების შეტანა. აქედან გამომდინარე, არსებითი ცვლილებები დოკუმენტში ვეღარ შევა” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.