ქვემო ფონიჭალაში, ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა-საცობია მაგისტრალზეც

დიდი წვიმის შედეგად, ქვემო ფონიჭალაში, უსინათლოთა დასახლებაში წყალდიდობაა. წვიმამ ლოდები ჩამოიტანა, რამაც თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელ მაგისტრალზე შექმნა საცობი.

როგორც ჩვენი კორესპოდენტი გვატყობინებს, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო ბრიგადები. ადგილზეა საპატრულო ეკიპაჟებიც.

ჩვენი ჯგუფი ადგილზე რჩება და მასალას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.