მერაბ ღოღობერიძის მეუღლე ხელისუფლებას თხოვნით მიმართავს

ბათუმის 11-12 მარტის მოვლენების ორგანიზების ბრალდებით დაკავებული მერაბ ღოღობერიძის მეუღლე მალვინა ლომიძე ხელისუფლებას თხოვნით მიმართავს:

-“თუ ვინმეა დამნაშავე ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით, რაც 11-12 მარტს მოხდა, ნაციონალები არიან, პირველი ქვა სწორედ ნაციონალური მოძრაობის წევრმა ისროლა, რომელიც რატომღაც არც კი დაკითხულა, კოჰაბიტაცია გავიგეთ, მაგრამ ეს ლოიალური დამოკიდებულბა ნაცების დანაშაულებრი ქმედებების მიმართ აუხსნლია!

მერაბ ღოღობერიძე წლების განმავლობაში ებრძოდა სააკაშვლის სისხლიან რეჟიმს, დიდი იმედით ვუყურებდით ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლას, რომ გვჯეროდა ის ააღორძინებდა საქართველოს და და ყოველი მოქალაქის უფლებებისა და ღირსების დცვის გარანტი იქნებოდა ,ქართულ ოცნებას გთხოვთ, რომ აღნიშნული საქმე პირად კონტროლზე აიყვანოთ და უდანაშაულო ჩემი მეუღლე დამიბრუნოთ ოჯახში”.