ოსი ვარ, მაგრამ ქართველების ღვიძლი შვილი ვარ და ძალიან მინდა შევრიგდეთ! მომავალს ერთიანი საქართველო დავუტოვოთ!

 სოფელ გუგუთიანთკარში ერთი მარტოხელა მოხუცი ქალბატონი ცხოვრობს. ელენა ბოლოთაევა ეთნიკური ოსია. მისი ერთსულიანი ოჯახი ერთადერთი ოსური ოჯახია ამ დასახლებაში.

14081348_1198084910243207_598353538_n (1)

   ელენე ბებო-ასე იცნობენ მას სოფელში და ყველა ცდილობს მარტოხელა მოხუცს რაიმეთი დაეხმაროს, მაგრამ თავადაც უამრავი პრობლემა აქვთ და მოხუცს მხოლოდ მცირედით თუ დაეხმარებიან. სოფელში გვითხრეს, მოხალისეებიც მიდიან და სახლს ულაგებენო.

14031129_1198084916909873_1065862590_n 14054792_1198084913576540_588488981_n

   78 წლის ქალს უჭირს მარტო ცხოვრება, მითუმეტეს რომ სახლში წვიმს, ომის დროს დაზიანებული სახურავი წვიმას ატანს, არც შეშა აქვს, თორემ დანჯღრეულ ღუმელთან მაინც სიამოვნებით გათბებოდა. წუხს, არ იცის რა ეშველება სიცივეები რომ დაიწყება, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, რა გასაკვირია ჩემი ასაკის ქალს ჯანმრთელობა შერყეული ჰქონდესო, მე რა წამალი მიშველის, მაგრამ ხომ იცით-სული ტკბილია და წამალიც მჭირდება, როცა ძალიან გამიჭირდება, მაშინ ვსვამ, ისე ვუფრთხილდებიო-გვითხრა.

14017852_1198084906909874_172896339_n

-„კი, რთული ცხოვრება მაქვს, ხან მშია, ხან მწყურია, მცივა კიდეც, მაგრამ კიდევ უფრო გავიჭირვებთ, ოღონდაც მშვიდობა იყოს, ოსი ვარ, მაგრამ  ქართველების ღვიძლი შვილი ვარ  და ძალიან მინდა  ქართველი და ოსი ხალხის ურთიერთობა აღდგეს, მინდა კი არა- უნდა აღდგეს, უნდა შევრიგდეთჩვენი ვალია მომავალ თაობას ერთიანი საქართველო დავუტოვოთოგვითხრა ბებომ.

 ვუსმენდი მოხუც, სათნო ქალბატონს და ვფიქრობდი-მას ხომ აუცილებლად ეყოლება ვინმე გამკითხავი მაინც , მისი ამბავიც ეცოდინება, აი, სწორედ ასეთ ოჯახებს უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ საზღვარს იქიდან გადმოხედვის დროს მისმა ნათესავმა დაინახოს როგორ ვექცევით ოს ქალბატონს და იქნებ მოუნდეს ჩატეხილ ხიდზე გადმოსვლა, მერე კი სხვებთან ერთად ამ ხიდის აღდგენა…

  რომ გამოგვაცილა, თბილად გაგვიღიმა და გვკითხა-თქვენც ისევე აღარ მოხვალთ როგორც სხვებიო? თქვენ გგონიათ მხოლოდ იმისთვის უნდა ვინმე ჩავიდეს, რომ პურის ფქვილი ან მაკარონი მიუტანოს? არა! მას ადამიანებთან საუბარი უნდა, გულითადი საუბარი…