მსოფლიო ქალთა ტელე–კონგრესი საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოდის

თბილისში მსოფლიო ქალთა ტელე–კონგრესის გამოჩნდა. კონგრესის თავმჯდომარეა დარინა ლიმინაძე. რა მიზანი და გეგმები აქვს მსოფლიო ქალთა ტელე–კონგრესს და როდიდან აპირებენ ფართო ასპარეზზე გამოსვლას?

ამ თემაზე სასაუბროდ მსოფლიო ქალთა ტელე–კონგრესის თავმჯდომარეს დარინა ლიმინაძეს დავუკავშირდით.

-მსოფლიო ქალთა ტელე–კონგრესის ხელმძღვანელობამ გადავწყვიტეთ, მსოფლიოს ყველა ქვეყნის მოკავშირე ორგანიზაციებთან მჭირო თანამშრომლობა, რათა მხარი დავუჭიროთ თითოეული ქვეყნის კულტურას, ეთნოფსიქოლოგიურ და რელიგიურ საკითხებს, ქვეყნის საკუთრებაში არსებული მიწების გაყიდვა–გაჩუქებისა და კულტურული ძეგლების (შენობა–ნაგებობის) შენარჩუნების საკითხებში.

-რა მიზანი აქვს თქვენს კონგრესს?

ჩვენი მიზნებია:

– ისტორიული და გეოპოლიტიკური მოვლენების ანალიზი.

– დემოგრაფიული პროცესების შესწავლა და ანალიზი.

– იბერიელი ხალხის გენეტიკური და კულტურული ერთიანობის პატივისცემა, მათი ტრადიციების განვითარება და ისტორიული ინტერესების დაცვა.

– დავიცვათ ეროვნული სიწმინდეები: ეთნოფსიქოლოგიური საკითხები და ტრადიციები.

–საგანმანათლებლო–სამოქალაქო აქტივობები, ორგანიზება და საზოგადდოების ჩართულობების ხელშეწყობა,

– მარტოხელა და მრავალშვილიანი დედების დახმარება შვილების აღზრდაში. ჩვენმა ახალგაზრდობამ უნდა იცოდეს, ახლა დიდი აქტიური ცხოვრების ხანაა, ნელ–ნელა, მაგრამ ენერგიულად და გონივრულად ბევრი საქვეყნო საქმეა გასაკეთებელი, რათა შევძლოთ ერის საკადრისი, საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის გატარება, ცხოვრების დახვეწილი, ტრადიციული, მაგრამ იმავდროულად, დროის შესატყვისი წესისი დამკვიდრება.

-როდიდან გეგმავს მსოფლიო ქალთა ტელე–კონგრესი ფართო ასპარეზზე გამოსვლას?

-უკვე აგვისტოდან ჩვენ აქტიურად ჩავერთვებით მიმდინარე პროცესებში და უფრო დაწვრილებით გავაცნობთ საზოგადოებას ტელე-კონგრესის ფუნქციასა და მოქმედების გეგმას, იქამდე კი თუ არის შესაძლებელი ტქვენი საშუალებით მივმართოთ საზოგადოებას?

-რატომაც არა-რას ეტყვით საზოგადოებას?

-ძვირფასო თანამოქალაქენო! დღეს საქართველო კვლავ გზაგასაყარზე დგას, თვითოეული ჩვენგანი ვდგავართ სიმართლისა და უსამართლობის გზაგასაყარზე, განვითარებისა და ნგრევის, პროგრესისა და უკუსვლის, რწმენისა და ურწმუნოების აიწონა-დაიწონას ვუყურებთ ყოველ დღე, ყველგან.

რა დაგვავიწყებს წლების მანძილზე განვლილ ავადსახსენებელ დღეებს:

– შეიარაღებული დაპირისპირება,

– რეგიონული კონფლიქტები,

– რელიგიური დაპირისპირებები,

–ოკუპანტის მიერ განხორციელებული სამხედრო ოპერაციები,

– ხელისუფლების მიერ მოსახლეობის ყოველმხრივი ძარცვა,

–უფულობა, უპურობა,

–ქართული მიწების გაყივა–გაჩუქება,

– ქართული სოფლების დაცლა,

– ქართული ოჯახების ნგრევა, ქართული კერის გაციება,

–მომავალი თაობების არასწორი მეთოდებითა და იდეოლოგიით აღზრა…

გავიხსენოთ ნაცნობი ფორმულა ” ერი  რომ დაშალო და გადააგვარო, ჯერ ის ფუნდამენტი უნდა მოანგრიო, რასაც მისი ცნობიერება ეუფლება.” ეს ხდება მომვალ თაობაში, ავხორციელებმა იციან მოსავალს საიდან უკეთ მოიმკიან! ეს სისტემა შესაცვლელია! სისტემა, რომელმაც ყველა ვხედავთ, რომ არ გაამარლა.

საქმე ხელისუფლების შეცვლა–გაცვლა–არჩევანში კი არ მდგომარეობს, არამედ კიდევ აღვნიშნავ, სახელმწიფოებრივ სისტემაში. სისტემაა შესაცვლელი და არა მთავრობა!

ამ თამაშ –პრანჭვაში, გოგებაშვილის ანბანზე გაზრდილ თაობას ასაკს ეპარება და მომავალი თაობაა??…

არ შეიძლება არ გაგახსენდეთ მეცნიერი ქალბატონის  ვ. ცერცვაძის სიტყვები და მეც დღეს ამ სიტყვებით მინდა დავასრულო:

“არ შეიძლება არ შევხედო დროის მიერ მოტანილ საკაცობრიო ეროვნულ პრობლემებს. ახდა დიდად მოაზროვნეთა წინასწარმეტყველება XX საუკუნეში კაცობრიობა სიბრძნეს დაკარგავსო, ადამიანებს ცოდნა დიდი ექნებათ, მეცნიერების განვითარების არნახული ტემპის გამო, სიბრძნეს შეცვლის ცოდნა, ცოდნას კი ინფორმაცია…”