ნათელაშვილი ევროპის სასამართლოში ჭანტურიას შესაძლო დანიშვნას მსოფლიო მართლმსაჯულების სირცხვილად მიიჩნევს

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოდან გაგზავნილი სამკაციანი სიიდან პირველ ეტაპზე მოსამართლეობისთვის შესაფერის კანდიდატად ლადო ჭანტურია მიიჩნია.

ამ საკითხს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა. პარტიის ლიდერი ევროპის სასამართლოში ლადო ჭანტურიას შესაძლო დანიშვნას მსოფლიო მართლმსაჯულების სირცხვილად მიიჩნევს.

შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ ჭანტურიამ 1999 წელს უზენაესი სასამარრთლოს თავმჯდომარეობისას არჩევნების შედეგების გასაჩივრებული ოქმები მხედველობაში არ მიიღო და მაშინდელი ხელისუფლების სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო.

ნათელაშვილი მიიჩნევს, რომ ლადო ჭანტურია წლების განმავლობაში პოლიტიკურ მითითებებს ასრულებდა და ყველა ხელისუფლების პირობებში ერგებოდა რეალობას. ლეიბორისტული პარტიის ლიდერის თქმით, მან საგანგებო წერილი გაუგზავნა ევროპის საბჭოს, რომ სასწრაფოდ შეჩერდეს მისი კანდიდატურის განხილვა.