„საინფორმაცი-საკოორდინაციო ცენტრი ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის”

apsny.ru  -ს ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტმა “აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის შინაგან საქმეთა ორგანოების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის შექმნის შესახებ შეთანხმების“ რატიფიცირება მოახდინა.

შეთანხმებას მხარი 23-მა დე ფაქტო დეპუტატმა დაუჭირა, 9 წინააღმდეგ იყო,  2-მა თავი შეიკავა. სულ კენჭისყრაში 34-მა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა.

„საინფორმაცი-საკოორდინაციო ცენტრი აფხაზეთსა და რუსეთს შორის ოპერატიული ინფორმაციის გაცვლაზე იმუშავებს“- განაცხადა დე ფაქტო შს მინისტრმა ასლან კობახიამ.