“გაოცებული ვარ ზოგიერთი ადამიანის არათანმიმდევრულობით, მაგრამ ყველაზე გასაოცარი…””

სოსო მანჯავიძე

თბილისის საკრებულოს დეპუტატი

-ძალიან საინტერესო იყო დებატები პარლამენტში პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით.
საინტერესო იმით,რომ “Freedom house”-ის შესაძლო განაწყენებისა. და სრულიად გაურკვეველი პოლიტიკური შეფასებების გარდა, ვეტო არანაირად არ იყო დასაბუთებული.

პარლამენტის თავმჯდომარე თავის პასუხში ხშირად ახსენებდა თვითმართველობის კოდექსის ავტორ ერთ-ერთ პარტიას,რომელიც ჯიუტად ცდილობდა ამ გაეტანა ამ კოდექსის პირვანდელი ვარიანტი,რომლის კორექტირებაც მოხერხდა,თუმცა მთელი რიგი მავნებლობებისა დარჩა,რასაც ამჟამად ასწორებენ.
საუბარია რესპუბლიკელებზე.

თუ რას წარმოადგენდა ეს პირველი ვარიანტი და რას უქადდა იგი საქართველოს იხ,. http://resonancedaily.com/index.php?id_rub=11&id_artc=18180

ეს სტატია 2013 წელსაა დაწერილი და მასში მოტანილი არგუმენტები არამარტო საგაზეთო ფორმატით გავაცანი ხელისუფლებას.

სხვათა შორის, ირაკლი კობახიძე,როგორც ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში აქტიურად იყო ჩართული ამ კოდექსის კორექტირების საქმეში,რაზეც ისაუბრა კიდეც.

საინტერესოა ისიც,რომ ქალბატონი ანა დოლიძე ხშირად ახსენებდა სიტყვას-“რეფერენდუმი”,რომლის ჩატარებაც ,ფაქტიურად, შეუძლებელი გახდა ოჯახის დეფინიციის კონსტიტუციაში შეტანაზე პრეზიდენტის ვეტოს მოტივირების შემდეგ.

სწორედ ქალბატონი ანა გახლდათ ამ ვეტოს დასაბუთების ავტორი.

და კიდევ!

გაოცებული ვარ ზოგიერთი ადამიანის არათანამიმდევრულობით.

ასე,მაგალითად,მონაწილეობენ “ქართველთა მარშში”,რომელიც იდეაში,ანტილიბერალური აქციაა და,ამავე დროს,სოციალურ ქსელებში აღფრთოვანებას გამოხატავენ ანა დოლიძის მიმართ,რომელიც იყო “საიას”

თავმჯდომარე,ხოლო ამჟამად მარგველაშვილის სოროსულ- ლიბერალური დაჯგუფების წამყვანი ფიგურაა.

ყველაზე გასაოცარი მაინც მაინც ეს უაპელაციო, მორალისტური,აგრესიული ტონია,თავხედური და გამომწვევი,რომლის უკან მხოლოდ უვიცობის კუნაპეტი ბურუსია.