“იმედი მაქვს რუსეთი სწორად გაიგებს მაიკლ პენსის საქართველოში სტუმრობის მესიჯს”

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის მაიკლ პენსის საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა და დადებითად შეაფასა პენსის სტუმრობა.

  „დადებით განცდას გვიტოვებს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ბატონ მაიკლ პენსის ვიზიტი საქართველოში თუ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ბატონ მაიკლ პენსის საქართველოში მნიშვნელოვანი ვიზიტის შემდეგ, რუსეთი ისევ გააგრძელებს საქართველოს მიმართ მცოცავ ანექსიას და ქართული მიწების მიტაცებას, მაშინ ის იმედი, რაც ამ მნიშვნელოვანმა ვიზიტმა თითეულ მოქალაქეს ნაპერწკალის სახით გაუღვივა ისევე ჩაქრება, რაც ასევე რუსეთიის მხრიდან ამერიკის შეურაცყოფის დემოსტრირებაც იქნება, ვნახოთ ახლო მომავალი გვიჩვენებს ვიზიტის შედეგებს, იმედი მაქვს რუსეთი სწორად გაიგებს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის სტუმრობის მესიჯს და საქართველო მომავალში უფრო დაცული იქნება და რუსეთის მხრიდან შეჩერდება მცოცავი ანექსია და რეალურად დაიწყება დეუკუპაციის პროცესი. ამას ველოდები სტრატეგიულად პარტნიორი სახელმწიფოს მეორე პირის საქართველოში ვიზიტისაგან.“