გერმანიაში სირიელი ლტოლვილი თავს დაესხა ადამიანთა ჯგუფს

Bild-ის ინფორმაციით გერმანიის ქალაქ როიტლინგერში მამაკაცი ხალხს დაესხა. თავდასხმის შედეგად ერთი ქალი გარდაიცვალა, ორი გოგონა კი დაჭრილია.

პოლიციის ინფორმაციით თავდამსხმელი 21 წლის სირიიდან დევნილი მამაკაცია, რომელიც გერმანიაში ლტოლვილის სტატუსს ელოდებოდა. თავდასხმა ქალაქის ცენტრში, ავტოსადგურის გვერდით მოხდა.

პოლიციამ ბოროტმოქმედი უკვე დააკავა.

germaniya_napadenie_1 germaniya_proimshnstvie_1

კომენტარის დატოვება