მატარებლის საპირფარეშოში ჩვილბავშვთა მოვლისათვის სპეციალური მაგიდაა განთავსებული

საქართველოს რკინიგზა მგზავრებს ინფორმაციას აწვდის:

-“საქართველოს რკინიგზა 24 საათიან რეჟიმში მუშობს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად. ამ მიმართულებით უამრავი მასშტაბური პროექტი განხორციელდა.კაპიტალური შეკეთება 16 საგარეუბნო (ჯამში 60 ვაგონი) მატარებელს  ჩუტარდა. განახლებულია დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მიმართულებით მოძრავი შემადგენლობები. ასეთი მასშტაბური სარემონტო სამუშაოები ბოლო 10 წლის განმავლობაში საგარეუბნო მატარებლებს არ ჩატარებიათ. თითოეულ მატარებელს, რომელიც საქართველოს რკინიგზაზე მოძრაობს, ყოველდღიურად უტარდება სადეზინფექციო სამუშაოები. მატარებლების სანიტარულ-ჰიგიენური პირობების გასაუმჯობესებლად შეძენილი იქნა მაღალი წნევის იტალიური წარმოების ორთქლით სარეცხი აპრატები, რომლებიც  + 180 გრადუსის ტემპერატურამდე აფრქვევს ორთქლის ნაკადს და ასუფთავებს სხვადასხვა ზედაპირს.  ეს აპარატები მატარებლების შიდა სივრცის გასაწმენდად გამოიყენება დღეს. სამგზავრო მატარებლებზე დავნერგეთ სპეციალური სამეწარმეო ქიმიური ხსნარებით წმენდის პრაქტიკა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აღარ ხდებოდა მატარებლების სპეციალურ სამრეცხაოში რეცხვა. ჩვენ აღვადგინეთ და გავაუმჯობესეთ ეს სისტემა და დღეს ყველა მატარებელიქაფის, დიდი ჯაგრისებისა და წყლის მაღალი წნევით გამოსაფრქვევი საშუალებით ირეცხება. https://www.facebook.com/GeoRailway/videos

ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ რკინიგზის ბალანსზე არსებულ სამგზავრო ბაქნებსა და მოსაცდელი დარბაზების რეაბილიტაციას.  რთული ვითარება შეიქმნა  ,,თბილისი ცენტრალში“, ვინაიდან აქ სარემონტო სამუშაოები ბოლო 25 წლის განმავლობაში არ ჩატარებულა.  წლების განმავლობაში მიწისქვეშა წყლები საძირკველს ურეცხავდა ბაქნებს, რამაც საგრძნობი ზიანი მიაყენა  ამ ტერიტორიას. ჩვენ დავიწყეთ აღდგენითი სამუშაოებისათვის მზადება. უკვე დასრულდა გეოლოგიური, გეოდეზიური სამუშოები და მზად არის სარეაბილიტაციო პროექტი. აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენ წლების განმავლობაში არსებულ პრაქტიკაზე უარი ვთქვით, ვგულისხმობთ მხოლოდ ზედაპირულ, კოსმეტიკურ და  თვალის ასახვევად ჩატარებულ სამუშაოებს და საფუძვლიანი რემონტის ჩატარება გადავწყვიტეთ. გამოვაცხადეთ ტენდერი, თუმცა, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას  სარემონტო სამუშაოების პროექტის წარდგენა დააგვიანდა. იმის გათვალისწინებით, რომ სარემონტო სამუშაოების ვადები ემთხვეოდა მგზავრთნაკადის პიკურ პერიოდს (ზაფხულის სეზონს),  ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, მგზავრებისათვის დისკომფორტის აცილების მიზნით,  აღნიშნული სამუშაოები ზაფხულის სეზონის დასრულების შემდეგ დაგვეწყო.  გვინდა გაუწყოთ, რომ პროექტი, რომელიც შემუშავდა, შეზღუდული შესაძლებლობის პირებისათვის მე-2 ბაქნიდან მე-3  ბაქანზე  ლიფტებით მოხვედრას ითვალისწინებს. მოსაცდელი დარბაზიდან მგზავრები ესკალატორის მეშვეობით შეძლებენ კომფორტულად გადაადგილებას. რკინიგზის სადგურის  განახლებული  ბაქნები ევროსტანდარტების შესაბამისი იქნება და სწორედ ასეთი ბაქნებით მოვემსახურებით ჩვენს მგზავრებს.

სამწუხაროდ, საქართველოს რკინიგზას ბოლო 25 წლის მანძილზე არ ქონდა ბაქნებზე დამონტაჟებული საინფორმაციო დაფები, საიდანაც მგზავრები მატარებლების მოძრაობის შესახებ ინფორმაციას მიიღებდნენ. ჩვენ მთელი საქართველოს მასშტაბით დავნერგეთ უკვე აღნიშნული სისტემა და მგზავრებს უკვე ბაქანზე  აქვთ შესაძლებლობა განრიგის შესახებ მიიღონ ინფორმაცია.

მგზავრთა კომფორტისათვის სალაროების ირგვლივ არსებული სივრცე რიგის მომწესრიგებელი სპეციალური სისტემით აღიჭურვა. თანამშრომლები, რომლებსაც მგზავრებთან მუდმივი კომუნიკაცია გააჩნიათ, პირველად გადამზადდნენ ,,სერვის+“-ის სატრენინგო პროგრამის მიხედვით. ხოლო, მომსახურების ხარისხის კონტროლს მუდმივად ვახორციელებთ ,,მისტიური“ მგზავრების დახმარებით.

წლების განმავლობაში უყურადღებოდ მიტოვებული მიწისქვეშა გადასასვლელი გარემონტდა და მისი დასუფთავების პროცესმა სისტემური ხასიათი მიიღო, რასაც საქართველოს რკინიგზა “თბილსერვისჯგუფის” დახმარებით ახორციელებს.

სამგზავრო ბაქნები შეკეთდა ზესტაფონში, სამტრედიაში, ოზურგეთში. ასევე სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა  სადგურლესის, გორის, სენაკის, ზუგდიდისა და  სამტრედიის ბაქნებს. საპროექტო სამუშაოების დასრულების შემდეგ  კაპიტალურად  გაკეთდება მცხეთის, ქვიშხეთისა და ყვიბისის სადგურები. გასულ წელს ბათუმში თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების მქონე ახალი სადგური გავხსენით. ულამაზესი ნაგებობა სრულ ჰარმონიაშია ზღვისპირა ქალაქის არქიტექტურასთან.  სადგური ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მგზავრებისათვის, აღჭურვილია ესკალატორებით, რომლებიც უზრუნველყოფენ მგზავრების კომფორტულად  გადაადგილებას. სულ საქართველოს რკინიგზაზე 11 ძირითადი სადგურია და ჩვენ პრიორიტეტების მიხედვით ვგეგმავთ სარემონტო თუ სამშენებლო სამუშაოებს.

ჩვენ განსაკუთრებულად ვამაყობთ იმით, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე გათვლილი სატრანსპორტო საშუალება, საქართველოში პირველებმა შემოვიყვანეთ.ევროპის უმაღლესი სტანდარტის შესაბამისი შვეიცარული კომპანია Stadler Bussnang AG-ს ორსართულიანი ელექტრომატარებელიშავი ზღვის მიმართულებით უკვე ახორციელებს მგზავრთა გადაყვანას.  შეზღუდული  შესაძლებლობების მქონე მგზავრებისათვის მატარებელში განკუთვნილია სპეციალური ადგილები, არის ლიფტები და სველი წერტილები. გარდა ამისა, მატარებლის  საპირფარეშოში  ჩვილბავშვთა მოვლისათვის სპეციალური მაგიდაა განთავსებული. აღნიშნული მოდელის მატარებელი შვეიცარიაში, ბელგიაში, გერმანიაში, ავსტრიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში კურსირებს.

პროექტები, რომლის შესახებაც მოგახსენეთ,  ,,საქართველოს რკინიგზას“  დაახლოებით 150 მლნ. ლარი  უკვე დაუჯდა.და ეს მხოლოდ სამგზავრო მიმართულებით არსებული პროექტების მცირე ჩამონათვალია, მაგრამ ჩვენ უფრო მეტის გაკეთებაც გვსურს. სიამოვნებით გავაუმჯობესებდით რკინიგზის გასწვრივ მდებარე ინფრასტრუქტურას, მიუხედავად იმისა, რომ ის ჩვენი კუთვნილება არაა, თუმცა, ამ ეტაპზე ეს ძალიან ძვირი სიამოვნებაა და კომპანიას  ჯერჯერობით უფრო მწვავე და მნიშვნელოვანი საკითხები  აქვს გადასაჭრელი. გადასასვლელი ხიდი და მაგისტრალის გასწვრივ არსებული შენობა-ნეგებობების უმეტესი ნაწილი კერძო საკუთრებაა და ჩვენ, სამწუხაროდ, არგაგვაჩნია ბერკეტი დავავალდებულოთ ისინი ჩაატარონ სარემონტო სამუშაოები. ამასთან, ჩვენ ვიცავთ უსაფრთხოების ნორმებსაც. კერძოდ, ნაგვის ურნები დგას სპეციალური  მანძილის დაშორებით და ჩვენ, მატარებლიდან ჩამოსულ მგზავრებს მოვუწოდებთ შესაბამის ადგილებში განთავსებულ ურნებში ჩაყარონ ნაგავი.

ჩვენ სიამაყით ვაცხადებთ, რომ ისეთი მასშტაბის სამუშაოები საქართველოს რკინიგზას მგზავრთა მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რაც ახლა მიმდინარეობს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ ჩატარებულა. ამ ეტაპზე ,,საქრთველოს რკინიგზის“ პრიორიტეტი მგზავრებისათვის სადგურებში კარგი პირობების შექმნა და  კომფორტულად გადაადგიელბაადა არსებული რესურსებით, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ!”

 

კომენტარის დატოვება