მეწყერი რაჭაში-გარესამყაროს სამი სოფელი მოწყდა (ვიდეო)

რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში გარესამყაროს სამი სოფელი მოწყდა. მდინარე ლუხუნის ხეობაში მდებარე სოფლებთან – ლიხეთთან, აბართან და ურავთან  დამაკავშირებელ გზაზე მთა ჩამოიშალა.

სოფლებში დაახლოებით 900 ოჯახი ცხოვრობს. ჯერ უცნობია, თუ როდისთვის მოხერხდება გზის აღდგენა.

როგორც ჩვენი კორესპოდენტი ადგილიდან გვატყობინებს, ჩაკატილია ლიხეთის თემის გზა. ვერ შემოდის ტრანსპორტი და სასწრაფო დახმარება. მობილიზებულია მძიმე ტექნიკა. საცობია გზებზე.

დავით დოლიძის ვიდეო ადგილიდან