“უკვე გვებრძვიან, დაცინვის ეტაპი გავიარეთ!-მიმართვა ყველა უწყებას და მედიას

R

მარინა ჩაჩუა

“პროგრესულ დემოკრატიული მოძრაობა”

დევნილთა ორგანიზაციის აფხაზეთის სექტორის კურატორი

მ ი მ ა რ თ ვ ა

აფხაზეთიდან, სამაჩაბლოდან იძულებით გადაადგილებულთ, დევნილობაში აფხაზეთ-სამაჩაბლოს ყველა სამთავრობო, არასამთავრობო უწყებას, მედიას!!!!!

ვისგან ელით აფხაზეთ-სამაჩაბლოს საკითხის დაძვრას?
და საერთოდ ვისგან ველით, საკუთარ რესურს რატომ ვაყენებთ შეურაცყოფას?
25 წელია ხან ვის ვეკედლებით, ხან ვის და შემდეგ ერთმანეთს ვუპირისპირდებით…
აფხაზეთის მთავრობასთან გვაქვს პრეტენზიები და მათზე უარესად ვიქცევით?!
ისევ როგორა გაქვთ იმედი ცხრაწლიანი რეჟიმის მოწმეთ, რომ სახელწოდებაშეცვლილი “ნაცანაცხლეტებს” გონება შემოუტრიალდათ?…

…მაგრამ ყველაფერთან ერთად ახალი უბედურება დაგვატყდა თავს “კოჰაბიტაციის” სახით და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი უვადოდ გადაგდებულათ შეიძლება ჩაითვალოს…
და ამ დროს პირადი ამბიციები?!
და ამ დროს სოციალურ ყოფაზე უშედეგო წუწუნი?“! “ხელჩაქნეულობით” თავის მართლება?!
ხელის არ განძრევა და წყალ-წყალა დაპირებების დაჯერება?

გაცნობებთ, ვალდებულად ვთვლი თავს ეს გავაკეთო:

პოლიტიკური გაერთიანება “პროგრესულ დემოკრატიული მოძრაობა” ის ახალი და განსხვავებული გუნდია, რომელიც ასჯერ გაზომილი, კარგად გააზრებული, ადამიანზე ორიენტირებული ფორმულებით დგამს ნაბიჯებს და რაც მთავარია “ტერიტორიული მთლიანობის” საკითხი ენის მოქავების იარაღი არ არის, გააზრებულ თეორიულად ჩამოყალიბებულ პლათმორმაში კარგად იკითხება მოცემულობის შესაბამისად ის კომკრეტული ქმედება, რაც ადამიანზე, იგ-ზეა ორიენტირებული, თითოეულის შესაძლებლობებზე და თითოეულის ჩართულობის აუცილებლობაზე.

ხაზგასასმელია, რომ ადგილოვრივი მმართველობის არჩევნებში წარმოდგენილია აფხაზეთიდან 8 კანდიდატი – მერაბ ბერაია, მარინე ჩაჩუა, რუსუდან ხუბუტია, ნანა ჩაჩიბაია, ეთერ სურმავა, ელგუჯა კეკუტია, დიანა შენგელია, ნათელა პავლიაშვილი. (ვწუხვართ, რომ სამაჩაბლოდან ჯერ ვერ მოხერხდა, მაგრამ ამ მიმართულებით ვმუშაობთ).

ამიტომაც უკვე გვებრძვიან, დაცინვის ეტაპი გავიარეთ!
მე გაცნობებთ, გადაწყვეტილება კი თქვენი უფლებაა!
მთავარია არ ვუღალატოთ ერთმანეთს, ერთად კი ათასგზის მოტყუებულ საზოგადოებას და სამშობლოს!
გვფარავდეს უფალი კეთილ საქმეთა კეთებაში!

პასუხისმგეველი ვარ თითოეულ ჩემს სიტყვაზე

დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით – 551215057.