შიმშილობის მეშვიდე დღე – რკინიგზელებს პროფკავშირების წარმომადგენლები და სტუდენტები შეუერთდნენ

შიმშილობის მეშვიდე დღე და საპროტესტო აქცია საქართველოს რკინიგზის შენობასთან.

რკინიგზელებს დღეს გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენლები და სტუდენტური ორგანიზაციები წარმომადგენლები შეუერთდნენ.

მოშიმშილეთა მოთხოვნები უცვლელია . გაუმჯობესდეს მათი შრომითი პირობები და თანამდებობა დატოვონ რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსებმა.