“მივმართავ ევროკავშირის წარმომადგენლობას ხანძარ ჩამქრობი ავიაცია დაიძრას ბორჯომისკენ” – ნათელაშვილი სტიქიის ადგილზე ჩავიდა

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ბორჯომის ხეობაში სტიქიის ადგილზე ჩავიდა.

„რაც ხდება აი ამ წალკოტში არის ეკოლოგიური კატასტროფა, ეს არ მოხდებოდა მთავრობას რომ პირველ დღეებშივე შეექმნა შტაბი, გამოეძახა საფრენი საშუალებები მეზობელი სახელმწიფოებიდან, მოეხდინა ძალების სრული მობილიზაცია. ჩვენ ავცდებოდით ამ კატასტროფას.

რა თქმა უნდა ეს მდგომარეობა არ შეიქმნებოდა ბიძინა ივანიშვილს, რომ არ გადაეხადა 170 მილიონი პიკასოს ნახატ დორაში და ეს თანხა მიეცა თვითმფრინავში, რომელიც ამას ერთ საათში ჩააქრობდა. ხელისუფლებას ეძინა სანამ ესენი გამოფხიზლდნენ , ჩამოფრინდნენ, შტაბი შექმნეს ამასობაში ცეცხლი მოედო მთელ ბორჯომის ხეობას. ჩვენ მივმართავთ ევროპის კავშირს! სასწრაფოდ გამოაგზავნონ მსხვილი ავიაცია ხეობაში ხანძრის ჩასაქრობად.

ეს ხეობა ეკუთვნის მთელ კაცობრიობას, ამიტომ ევროკავშირს ასევე თანაბარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმაზე რაც აქ ხდება. მივმართავ ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში ხანძარ ჩამქრობი ავიაცია დაიძრას ბორჯომის ხეობისკენ, სამწუხაროდ ვითარება ისეთია უკვე, რომ ვერტმფრენებით და ხელით ხანძრის ჩაქრობა ვეღარ მოხდება“.