ძალიან მაგარი ქართული საქმე წარმატებით ბოლოვდება (ვიდეო)

ზვიად ტომარაძემ საქართველოს პრეზიდენტს პროექტში მონაწილე ფერეიდნელებისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სთხოვა, რაზეც პრეზიდენტმა თანხმობა განაცხადა.

-„ჩემი ფერეიდანში სტუმრობის შემდეგ, ფერეიდნელებს დავპირდი, რომ ქართული ენის შესწავლაში დავეხმარებოდი. 4 თვის წინ დავწერე პროექტი, რომელიც დააფინანსა “ბაშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდმა”. დღეს ფერეიდანიდან ჩამოვიდა 12 ფერეიდნელი. პროექტის მიხედვით მათ 2 თვის მანძილზე, ქართულ ენასა და ხალხურ სიმღერებს შევასწავლით. მოკლედ, ხვალიდან ძალიან მაგარ ქართულ საქმეს ვიწყებთ!!!”-ეს განცხადება „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI“-ის დირექტორმა ზვიად ტომარაძე15 ივნისს გააკეთა.

მეორე დღეს კი მართლაც მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დაიწყო. 12 ფერეიდანელი ქართველი ქართული ენისა და ხალხური სიმღერის შესწავლას შეუდგა.

ფერეიდანელმა ქართველებმა სწავლასთან ერთად დაათვალიერეს საქართველოს ღირშესანიშნაობები და უფრო ახლოს გაეცვნენ თავიანთი ფესვების ისტორიას.

დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქართველ ფერეიდანელებს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა.

-„შეხვედრაზე პრეზიდენტს გავაცანი „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის” მიერ დაფინანსებული პროექტის შესახებ და ვთხოვე პროექტში მონაწილე ფერეიდნელებისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება. რაზეც პრეზიდენტმა თანხმობა განაცხადა. ფერეიდნელებმა პრეზიდენტი ფერეიდანში დაპატიჟეს.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბ–ნ გიორგი მარგველაშვილს, გულთბილი მასპინძლობისათვის!
ასევე შეხვედრის ორგანიზებისათვის მადლობა ქ–ნ ეკა მიშველაძეს!“-აცხადებს ზვიად ტომარაძე.

შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუმრებმა პრეზიდენტის სასახლე დაათვალიერეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

ხვალ კი, 27 ივლისს პროექტის  “ქართული ენისა და ხალხური სიმღერების შემსწავლელი კურსი ფერეიდნელებისათვის” დასკვნითი ღონისძიება გაიმართება.

საღამოზე დასწრება თავისუფალია და მსურველებს შეუძლიათ მივიდნენ-ვარდების ბაღი, აღმაშენებლის 73 (ყოფილი გორკის კლუბი). 19:00 საათზე.

ერთად გავიხსენოთ როგორ სწავლობდნენ სიმღერას. პედაგოგი- ნინოკო ჩხეიძე.

კომენტარის დატოვება