ზურაბ იაკობიშვილი მსოფლიო ჩემპიონია

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული გუნდის წევრი, 65 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ზურაბ იაკობიშვილი მსოფლიო ჩემპიონია. 

პარიზში მიმდინარე შეჯიბრზეზურაბ იაკობიშვილმა ფინალურ შეხვედრაში პოლონეთის სახელით მოჭიდავე მაგომედმურად გაჯიევიდაამარცხა.

ეს დაპირისპირება ორიოდე წუთის წინ დასრულდა და დაძაბული გამოდგა. საბოლოოდ ქართველის შესანიშნავი გამარჯვებით, 2:1 დასრულდა. იაკობიშვილმა საქართველოს მეორე ოქროს მედალი მოუტანა.

აღსანიშნავია, რომ დიდი ხანია, რაც ამდენი ოქრო მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართელოს არ მოუგია.

მალე ბრინჯაოს მედლისთვის ორი ქართველი ფალავანი იჭდავებს: 70 კგ-ში ზურაბ ერბოწონაშვილი იაპონელ იუჰი ფუჯინამის დაუპირისპირდება, ხოლო 97 კგ -ში ელიზბარ ოდიკაძის მეტოქე სომხეთის სახელით მოასპარეზე თბილისელ გიორგი კეტოევს.

ამგვარად, მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველომ უკვე ორი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა: პირველ დღეს, გენო პეტრიაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.