პრემიერმა ქუთაისლებს პირობა მისცა

ქუთაისში “ქართულმა ოცნებამ” იმერეთის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა. სიტყვით გამოსვლისას პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პირობა დადო, რომ ქუთაისი “ძველ დიდებას დაიბრუნებს”.

“ქუთაისს და მთელ იმერეთს ყველა რესურსი გააჩნია იმისთვის, რომ საკუთარი ხმამაღალი სიტყვა თქვას ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებაში. მჯერა, რომ ქუთაისის სწრაფი და კომპლექსური განვითარება ახალ სიცოცხლეს შესძენს მთელ დასავლეთ საქართველოს. ქუთაისმა უნდა დაიბრუნოს საკუთარი ისტორიული მნიშვნელობა და მეორე უდიდეს ცენტრად გადაიქცეს.
ჩვენი ძალისხმევის შედეგი – პირველ რიგში ჩვენი ხალხის კეთილდღეობაზე უნდა აისახოს. მარტო ასე არის შესაძლებელი ქვეყნის წინსვლა, განვითარება და ძლიერი საქართველოს შენება.

არ შემიძლია არ აღვნიშნო ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი. მოგეხსენებათ, პროექტს “ფონდი ქართუ” ახორციელებს და მისი ღირებულება, თბილისის ტექნოლოგიურ ცენტრთან ერთად, მილიარდ ევროს აღწევს. საუნივერსიტეტო ქალაქი არა მხოლოდ ქუთაისის ან იმერეთის, არამედ ჩვენი ქვეყნის და მთელი რეგიონის სავიზიტო ბარათი გახდება მთელ მსოფლიოში. ჩვენს ქვეყანას აქვს ჯანსაღი ამბიცია იყოს რეგიონის ეკონომიკური ცენტრი. ჩვენი ქვეყნის სივრცითი განვითარების ცენტრი კი სწორედაც ქუთაისი იქნება და ქუთაისი დაიბრუნებს ძველ დიდებას, მე ამას გპირდებით, “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” ამას გპირდებათ”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

“ქართულმა ოცნებამ” ქუთაისში იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატები წარადგინა.

იხ.

https://www.gmtv.ge/%e1%83%9d%e1%83%aa%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%97%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%92%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%9c/