“კონსტიტუციური კანონპროექტი აუცილებლად უცვლელად იქნება მიღებული!”

“კონსტიტუციური კანონპროექტი აუცილებლად იქნება მიღებული საშემოდგომო სესიაზე იმ სახით, როგორი სახითაც არის დამტკიცებული მეორე მოსმენით, რა თქმა უნდა, სარედაქციო ცვლილებების გათვალისწინებით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

ირაკლი კობახიძე კონსტიტუციის მესამე მოსმენით განხილვის თარიღსაც შეეხო და აღნიშნა, რომ კონსულტაციები აღნიშნულთან დაკავშირებით ვენეციის კომისიასთანაც გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ უარი თქვა ოპოზიციასთან კონსულტაციაზე და, შესაბამისად, სტრასბურგში ვიზიტზეც.