„გამოვაცხადებთ შიმშლობას“-მოწოდებები მოსახლეობაში აქტიურად რიგდება…

„პატრიოტთა ალიანსი“ აქციებს აანონსებს. განცხადებები აქციების გრაფიკით და მოწოდებებით მოსახლეობაში აქტიურად რიგდება.

როგორც განცხადებიდან ვიგებთ, აქციები 17 სექტემბერს დაიწყება და ოქტომბერშიც გაგრძელდება.

„პატრიოტთა ალიანსი“ 17 სექტემბერს 4 საათზე რესპუბლიკის მოედანზე იკრიბება და მსვლელობით პარლამენტის შენობასთან მივლენ.

განცხადებაში წერია, რომ იმ დღესვე გამოცხადდება შიმშილობა.