საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტის პლეიოფში ვერ მოხვდა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტის პლეიოფშივერ მოხვდა. იტალიასთან დღევანდელი დამარცხების შემდეგ, საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპიდან გასვლა ისრაელი-უკრაინის მატჩზე იყო დამოკიდებული. 

ისრაელი, რომელიც ჯგუფში ბოლო ადგილს იკავებდა უკრაინასთან ანგარიშით 64:88 დამარცხდა.

ამ გამარჯვებით უკრაინა საქართველოს ქულების რაოდენობით გაუთანაბრდა. ორივე გუნდმა 7-7 ქულა დააგროვა, ურთიერთშეხვედრებშიუპირატესობა უკრაინის ნაკრებს ჰქონდა და გუნდმა მეოთხე ადგილი დაიკავა.

პლეიოფში ბ ჯგუფიდან ლიტვა, იტალია, გერმანია და უკრაინა გავიდნენ, ხოლო პლეიოფში ვერ მოხვდნენ საქართველო და ისრაელი.

აღსანიშნავია, რომ ბ ჯგუფის ლიდერმა და ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა ლიტვამ, ერთადერთი შეხვედრა საქართველოსთან წააგო. ჯგუფურ ეტაპზე მოპოვებული ორი გამარჯვება ჩვენი გუნდისთვის მომდევნო ეტაპზე გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა.

ბ ჯგუფში საქართველომ მეხუთე, ხოლო ისრაელმა მეექვსე ადგილი დაიკავა.