„ახალი საქართველო” ჩხვირკიას გათავისუფლების მოთხოვნით პროკურატურაში პეტიციას შეიტანს

პოლიტიკური მოძრაობა „ახალი საქართველოს” წევრები, ირაკლი ჩხვირკიას გათავისუფლების მოთხოვნით პროკურატურაში პეტიციას შეიტანენ. დოკუმენტს ხელს ოპოზიციური პარტიები და სხვადასხვა ორგანიზაციები აწერენ. როგორც პლატფორმა „ახალი საქართველოში“ განაცხადეს, ეს არის არა პოლიტიკური, არამედ ჰუმანური აქტი.

პაატა მანჯგალაძე განმარტავს, რომ ირაკლი ჩხვირკია, არ შეიძლება იყოს ბათუმის მოვლენების ორგანიზატორი, რადგან ის აქციის დაწყების დროს ადგილზე არ იმყოფებოდა. მანჯგალაძე იმედოვნებს, რომ პროკურატურა პეტიციას შესაბამისად განიხილავს და ირაკლი ჩხვირკიას საპატიმროდან გაათავისუფლებენ.

ჩხვირკიას  ბათუმის საქალაქო სასამართლომ, მარტში მომხდარი არეულობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ბრალდებით პატიმრობა შეუფარდა. ირაკლი ჩხვირკიასა და მერაბ ღოღობერიძეს გამოძიება ბათუმის 11-12 მარტის აქციის ორგანიზებას ედავება.