“დიდი არეულობები საპატრიარქოში, ეპარქიებში და მოსალოდნელია კიდევ ბევრი საშინელი ამბავი მოხდეს!”

მიხეილ მუმლაძე
ა(ა)იპ „ჩვენი საქართველო“
პოლიციისა და იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი

რა ხდება საპატრიარქოში, ეკლესიებში? ანუ რამდენი მილიონი შედის საპატრიარქოდან ყოველწლიურად ქვეყნის ბიუჯეტში?

ბოლო 25 წელია ძალზე დიდი არეულობები ხდება საპატრიარქოში, ცალკეულ ეპარქიებში და უახლოეს ხანში მოსალოდნელია კიდევ ძალზე ბევრი საშინელი ამბები მოხდეს.

საქართველოს მთავრობამ თავიდანვე ძალზე დიდი შეცდომა დაუშვა, რომ ეკლესიებში ყველაფერი თავის ნებაზე მიუშვა და ახლა არავინ არ იცის სად რა ხდება და ხვალ რა იქნება და რა მოხდება.
პირველ რიგში საპატრიარქოს აქვს თავისი დიდი აპარატი, აქვს სხვადასხვა სახის სამსახურები, აქვს სასულიერო სასწავლებლები, აქვს სასულიერო უმაღლესი სასწავლებლები, აქვს სხვადასხვა დამხმარე მეურნეობები.
__ საპატრიარქოს აქვს ხატების, ჯვრების, საეკლესიო ნაკეთობების საამქროები;
__ საპატრიარქოში არის სასულიერო ტანსაცმლის საამქროები;
__ დიდი რაოდენობით მზადდება სხვადასხვა სახის სანთლები;
__ არის სამედიცინო სამსახური რომელიც ფლობს სხვადასხვა სახის სამკურნალო დაწესებულებებს;
__ გამოდის, იბეჭდება სხვადასხვა სახის სასულიერო წიგნები, გაზეთები, ჟურნალები, საშუალო და უმაღლესი სასწავლებლების წიგნები, არის გამომცემლობები;
__ არის საპატრიარქოს ტელევიზია, არის მომღერალთა ჯგუფები, ანსამბლები;
__ საპატრიარქოს აქვს დიდი რაოდენობით მაღაზიები სადაც იყიდება სასულიერო წიგნები, სანთლები, ხატები, საეკლესიო მოწყობილობები;
__ საპატრიარქოს აქვს სხვადასხვა პროდუქციის დასამზადებელი საწარმოები, მათ შორის ღვინის ქარხნები;
__ საპატრიარქოს აქვს ძალზე დიდი რაოდენობის მიწები, ტბები სადაც აწარმოებს სხვადასხვა პროდუქციას;
__ საპატრიარქოს აქვს სასტუმროები, დასასვენებელი სახლები;
__ საპატრიარქოს აქვს დიდი რაოდენობით თონეები, საკონდიტროები, სხვადასხვა სახის კვების ობიექტები;
__ საპატრიარქოს ქალაქებში აქვს გამოყოფილი დიდი ტერიტორიები სადაც მოწყობილი აქვს ავტოსადგომები და სხვადასხვა სახის ობიექტები.

საქართველოს ყველა პრეზიდენტი და მთავრობის ხელმძღვანელი თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებიანო ყოველწლილურად უყოფს საპატრიარქოს მილიონობით ლარს /მე ზუსტი ციფრი არ ვიცი რამდენია 10-15 თუ 20 მილიონი/ მაგრამ უფასოდ აქვთ ბევრ ეკლესიას დენი, წყალი და სხვა მომსახურება, ეს კიდევ რამდენი მილიონია ვინ იცის?

ყველამ კარგად იცით ბოლო 5 წელიწადში მერებს და გამგეობებს ახალი სამუშაო ადგილების შექმნა მერიების, საკრებულოების თუ გამგეობების გაბერვა ჰგონიათ. რა ქნან იციან რომ პასუხსაც არავინ მოთხოვს!
თბილისის საკრებულოს საშტატო ერთეული ბოლო 5 წელიწადში 50%-ით გაიზარდა, ხოლო შტატგარეშე თანამშრომლების რაოდენობა 10-ჯერ. შტატების გაზრდასთან ერთად რა თქმა უნდა იზრდება საკრებულოს დაფინანსებაც. თუ იყო 6 მილიონი გახდა 15 მილიონი!

აქედან იღებს მაგალითს საპატრიარქოც აქაც ხომ უნდა დაასაქმონ თანამდებობებზე ხალხი? რამდენიმე წლის წინ ყოველ 4-5 რაიონს 1 ეპარქია ხელმძღვანელობდა, ახლა კი ეპარქია ყოველ 2 რაიონშია!

გურიაში გურიელების სასახლე გურიის მთავრების გურიელების რეზიდენციას წარმოადგენდა. იმის მაგივრად რომ ამ შენობაში იყოს გურიის ისტორიის მუზეუმი, ხელოვნების მუზეუმი, კოლხეთის ისტორიის მუზეუმი ან რაიმე საზოგადოებრივი შენობა აქ არის ამჟამად მოქმედი ეპარქიის ეპისკოპოსის რეზიდენცია.

რა უნდა ქნას საქართველოს ძალზე ჭკვიანმა და საქმიანმა პრეზიდენტმა, პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ხვალ-ზეგ კახეთისა და სამეგრელოს ეპარქიებმა რომ მოითხოვონ გურიის მაგალითზე ერეკლე ІІ-ისა და დადიანების სასახლეებში გადაბარგება?

უმოკლეს ხანში მთავრობის მიერ უნდა დაიწყოს საპატრიარქოს მთელ სისტემაში ახალ საფეხურზე გადასვლა, ისე როგორც არის ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში. უნდა აღირიცხოს ყველაფერი და უნდა მოხდეს ჩვეულებრივად ყველგან და ყველაფრისგან ქვეყნის ბიუჯეტში გადასახადების შეტანა. რამდენი ცალიც კი სანთელი დამზადდება ყოველი სანთლიდან 2-4 თეთრი ბიუჯეტში უნდა შედიოდეს!

უნდა მოხდეს ყველაფრის ყველგან დასაბუთება და თუ ტყე, მიწის ფართობი ან შენობა არ ჭირდება ეკლესიას უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფოს. საპატრიარქოს ყველა დაწესებულება უნდა კონტროლდებოდეს რეგულარულად ქვეყნის შესაბამისი ორგანოებიდან.

უნდა აიკრძალოს სამღვდელოების პირების, ან სამღვდელოების ფორმაში გამოწყობილების ქუჩებში დგომა და ორგანიზაციებში სიარული მოწყალების სათხოვნელად.

უნდა აიკრძალოს გარემოვაჭრეების დგომა ეკლესიებთან და სხვა ადგილებში რომლებიც ყიდიან სანთლებს, ხატებს, ჯვრებს და მათ ხშირად ერიდებიან შემმოწმებელი ორგანოები.

საქართველოში ქართველებში და ქართველები რომლებიც ცხოვრობენ დიდი რაოდენობით რუსეთში, საბერძნეთში, იტალიაში, ამერიკაში, ესპანეთში, საფრანგეთში, თურქეთში, უკრაინაში და სხვა ქვეყნებში დგანან ძირითადად მართლმადიდებლობაზე. თუ მართლმადიდებლობა დასუსტდა ქართველობაში შეიძლება დაიწყოს__
__ კათოლიკობის,
__ მუსლიმანობის,
__ბაპტისტების,
__ იეღოველების და შეიძლება ბუდისტების გაძლიერებაც.
ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მაღალმთიან სოფლებში თუნდაც 10 ოჯახი ცხოვრობდეს უნდა იყოს მოქმედი ეკლესია. ამ ერთ თვეში /2017 წლის აგვისტოში/ ასეთი ამბავი ხდება თბილისში.
თბილისის მეტროს სადგურების წინ „თავისუფლების მოედანი“ და „რუსთაველი“ გამოჩნდა ღია კარვები წარწერებით „მიმდინარეობს ხელმოწერები“.

თურმე საპატრიარქოს რომელიღაცა მღვდელი გაუთავისუფლებიათ სამსახურიდან და გადაუყვანია ბერად. იმ მღვდლის ახლობლებმა მეტროებთან გაშალეს კარვები და დაიწყეს მოქალაქეების ხელმოწერების შეგროვება მღვდლის სამსახურში აღდგენაზე!

რუსთავის მერი, ჭიათურის გამგებელი ან ფინანსთა მინისტრი რომ მოიხსნას სამსახურიდან მეტროებთან ხელმოწერები უნდა შეგროვდეს მათი სამსახურებში აღდგენაზე? რა მნიშვნელობა აქვს ადამიანი მღვდლად იმუშავებს თუ ბერად? მაგრამ ალბათ აქვს დიდი მნიშვნელობა და ძალიან დიდი მნიშვნელობა!

საპატრიარქოს ყველა ეპარქიას უნდა უხაროდეს რაც უფრო მეტი თანხა შევა ქვეყნის ბიუჯეტში მთელი სისტემიდან აქედან მთავრობა უნდა აფინანსებდეს ჯავახეთში, ქვემო ქართლში, ხევსურეთში, თუშეთში, რაჭაში, ზემო სვანეთში ძველი ქართული სოფლების აღდგენას და იქ მეცხოველეობისა და სხვა სასოფლო სამეურნეო მძლავრი მეურნეობის შექმნას.