პირველი წინადადება- ჩატარდეს ქართული კინოს დღეები უკრაინაში-უკვე მივიღეთ

როგორც იცით, კიევში ქართული ერთობის დარბაზის წევრები იმყოფებიან და იქაურ ქართველებთან და ქვეყნის მეგობრებთან სეხვედრას მართავენ.

იხ.

https://www.gmtv.ge/29170-2/

პირველი შეხვედრა უკვე გაიმართა. როგორ ჩაიარა შეხვედრამ და როგორია შთაბეჭდილებები? ამ კითხვით უკრაინაში მყოფ თემურ შაშიაშვილს დავუკავშირდით.

-უაღრესად თბილი, ადამიანური, მომავალზე ორიენტირებული შეხვედრა შედგა ქართულ-უკრაინულ კულტურულ ურთიერთობის ცენტრ „ლაზიკაში“. ჩვენმა მეგორებმა-ზურაბ მიქავამ და ცენტრის დირექტორმა თამარ მაკაროვამ მართლაც რომ საინტერესო ადამიანები მოიწვიეს შეხვედრაზე. სასიამოვნო იყო, რომ შეხვედრას ესწრებოდა კულტურის მინისტრი. შეხვედრაზე მოვიდნენ რომან რურუას მეგობარი მოჭიდავეები, მათ შორის იყვნენ ეთნიკურად ოსებიც. ერთ-ერთი მათგანი იყო რადას ორი მოწვევის დეპუტატი, დღესაც აქტიურ პოლიტიკაში ჩართული მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი ელბრუს თედეევი.

მე პირდად მოხიბლული ვარ როგორი თბილი შეხვედრა ჰქონდათ მათ რომან რურუასთან.

შეხვედრას ესწრებოდა უკრაინის მცირე ეროვნებათა ასოციაციის პრეზიდენტი, რომელმაც შემოგვთავაზა ქართული ერთობის დარბაზის, საქართველოს ხალხთა ასამბლეის და ქართულ-უკრაინული ურთიერთობის ცენტრის მეშვეობით ქართული კინოს დღეების ჩატარება უკრაინაში. ეს ასოციაცია 187-მდე ორგანიზაციას აერთიანებს დ დაფინანსებასც თავის თავზე იღებს. ეს ცენტრი და პირადად ზურაბ მიქავა ძალიან დიდ ქართულ საქმეს აკეთებენ.

შეხვედრები „ლაზიკაში“ გრძელდება. ახლაც სწორედ ამ ცენტრში ვართ, მოხიბლული ვარ უკრაინელების სტუმართმოყვარეობით. უკრაინელმა მომღერლებმა კონცერტიც გამართეს. მიმდინარეობს რომან რურუას წიგნის „მინდა ვიცხოვრო ბედნიერებით სავსე სმშობლოში“ განხილვა. უკრაინელებმა აღრთოვანებით თქვეს, რომ რომან რურუა არის საქართველოს ოქროს ფონდი დ სწორედ მისნაირ დამიანებთან სჭირდებათ მეგობრობა უკრაინელებს.

ჩვენ ასეთი ეხვედრებით და საუბრებით ერთმანეთისგან ბევრ რამეს ვსწავლობთ. დღეს ვნახეთ, რომ უკრაინის კონსტიტუცია მიღებულია ისე, რომ მისი შეცვლა პრაქტიკულად შეუძლებელია, ვინც არ უნდა მოინდომოს ეს. კონსტიტუციაში ჩაწერილია, რომ მიწა არ იყიდება და მხოლოდ უკრაინელებს ეკუთვნით, აქვთ საკმაოდ კარგი საგადასახადო სისტემა, ასევე განათლების სფერო აქვთ მოწესრიგებული და სწავლა მაღალ დონეზეა.

ფასები დაბალია, ხელფასები და პენსიები მაღალია, ტრანსპორტი მოწესრიგებულია, ფერმერთა ხელშეწყობა საკმაოდ დიდია. ეს უნდა ვნახოთ ჩვენც და რაც კარგია დავნერგოთ ჩვენთან.

მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც ამ შეხვედრაში იღებდა მონაწილეობას. ბოლოს, ერთ ფაქტს მინდა ხაზი გავუსვა-კულტურის მინისტრმა დააგვიანა და მოგვიბოდიშა, სკოლაში, შვილის მშობელთა კრებაზე ვიყავიო. დადის დაცვის გარეშე და ცხოვრობს როგორც ჩვეულებრივი ადამიანი და ზოგიერტი ჩვენი მინისტრივით არ იბღინძება.

ყველამ დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ დადებითად აფასებენ ყოველთა ქართველთა და საქართველოს მეგობართა კონგრესის ჩატარებას.

ჩვენ კი შეგახსენებთ, რომ  მომდევნო შეხვედრა მინსკში, მოსკოვსა და პეტერბურგში გაიმართება.