დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების 1/2-ფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების 1/2-ფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. წილისყრა ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა საქართველოს გოგონათა 19-წლამდე ნაკრების მეკარემ მარიამ კომლაძემ ჩაატარეს.

გუნდები ასე დაწყვილდნენ: იმერეთი – ჩიხურა; ტორპედო – დინამო თბილისი.

1/2 ფინალური შეხვედრები პირველ ნოემბერს გაიმართება. ფინალისტები ტრადიციულად ერთმატჩიანი დაპირისპირებით გამოვლინდებიან.