ავარია ქუთაისში_ ავტომობილში მცირეწლოვანიც იმყოფებოდა

დავით ცხვარაძე

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, მაღალი სიჩქარით მოძრავი opeli_ს მარკის ტაქსი suzuki _ს მარკის ავტომობილს დაეჯახა, რომელშიც მცირეწლოვანიც იმყოფებოდა, ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა, მსუბუქი  დაზიანება მიიღეს suzuki _ს მარკის ავტომობილში მსხდომმა ცოლ-ქმარმა.

ადგილზე ამ წუთებში მუშაობს საპატრულო პოლიცია, ამ დროისთვის მომხდართან დაკავშირებით სხვა დამატებითი დეტალები უცნობია.  მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ქუთაისში, ქუთაისლები ძალოვან უწყებას ხშირი პატრულირებისკენ მოუწოდებენ, როგორც ადგილზე მყოფი მოქალაქები ამბობენ, ჭავჭავაძის გამზირზე ღამის საათებში ხშირი თვითნებური ავტო შეჯიბრებები იმართება, რაც ხშირ შემთხვევაში ფატალურად სრულდება. ადგილობრივები სამართალდამცავ უწყებას მეტი ყურადღებისკენ მოუწოდებენ, დასძენენ რომ აღნიშნულ ადგილზე საპატრულო პოლიცის ეკიპაჟები ნაკლებათ მოძრაობენ.