„უნდა შესწავლილი იქნეს ეს საკითხი და ამას სჭირდება შესაბამისი რეაგირება“

ბავშვების, სკოლის მოსწავლეების მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში არის მიუღებელი, მით უმეტეს, ასეთი პირდაპირი ფორმით“,- ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შუახევის საჯარო სკოლის მოსწავლეთა „ქართული ოცნების“ პარტიული დროშებით ფოტოს გადაღების ფაქტს.

„ უნდა შესწავლილი იქნეს ეს საკითხი და ამას სჭირდება შესაბამისი რეაგირება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.