ზესტაფონის პოლიციის უფროსი გაათავისუფლეს-უწყებაში კომენტარისგან თავს იკავებენ

დავით ცხვარაძე

უცნობმა პირებმა საქართველოს შს სამინისტროს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს ყოფილი უფროსის დავით გიგაშვილის საცხოვრებელი ბინა გაქურდეს.

გიგლიაშვილი ზესტაფონში ცხოვრობს და მისი სახლიდან თითქმის ყველაფერი გაიტანეს. ზესტაფონის პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსი, სამსახურის მიერ ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ გამოძიება 177-ე მუხლით მიმდიანრეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

ჩვენივე ინფორმაცით ზესტაფონის რაიონის პოლიციის სამმართველოს უფროსი დავით გიგაშვილი დაკავებული პოზიიციდან გაათავისუფლეს, მიზეზი ჩვენთვის უცნობია, უწყება კი კომენტირებისაგან თავს იკავებს.