სატელევიზიო დებატების შემდეგ ღია წერილი გიორგი ანდრიაძეს!

 

გიორგი ტიგინაშვილი ივრისპირელი           

22.09.2017 წელი

ღია წერილი გიორგი ანდრიაძეს!

I

„ბოროტებს მათივე ნაძარცვი წალეკავს, რადგან სამართლის ქმნა არ სურთ“ (იგავ. 21, 7).

ბატონო გიორგი, როგორც ვხედავთ, თქვენ – საპატრიარქოსთან ასოცირებულმა და სხვადასხვა ადმინისტრაციულ თანამდებობებზე განმწესებულმა თვითმარქვიამ, უტიფრობისა და უსირცხვილობის ყოველგვარი ზღვარი გადალახეთ! როგორც წესი თქვენი მხრიდან ფანტაზიორობა, დაუცხრომელი ამბიციურობა, ირონიული ცრუპენტელობა, დემაგოგია და ცბიერება ჩვეულებრივ, რიტორიკულ გამოხატულებად იქცა.

მთელმა საეკლესიო, სამეცნიერო თუ პედაგოგიურმა სივრცემ უწყის, რომ ბუნებაში არ არსებობს თქვენს მიერ დაცული სასულიერო აკადემიის სამაგისტრო ნაშრომი და სტუდენტობის დამადასტურებელი ფაქტები. დიპლომი თქვენ პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძისგან 2011 წელს საჩუქრად, ჩაწყობით, ანუ პროტექციის წესით გადმოგეცათ, რაც საბედისწერო დანაშაული და სირცხვილია, როგორც თქვენი, ისე მათი, ვინც ეს რანგი  დაუმსახურებლად მოგანიჭათ!

საინტერესოა თუ დაგვისახელებთ ვინ იყვნენ თქვენი ჯგუფელები, რა საგნები გაიარეთ, რომელ წლებში სწავლბდით, გაქვთ თუ არა მეტრიკული, რომელიც დაამოწმებს, რომ სწავლობდით და მისი შევსება ხდებოდა თუ არა სემესტრულად 5 ან 3 წლის მანძილზე.ეს ეხება სამაგისტრო საფეხურს, რომლის გარეშეც სადოქტორო საფეხურზე სწავლის გაგრძელებას კანონი კრძალავს!

ამასთან, იქნებ სადაოქტორო თემა გაგვაცნოთ თავისი ხელმძღვანელით. რომელიც თქვენ წარადგინეთ სადოქტორო საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად. რეალურად, თქვენ მაგისტრატურაც კი არ გაქვთ დამთავრებული და შესაბამისად სადოქტოროზე სწავლის გაგრძელების უფლებაარ ქონდათ!

ყველაფერს ონავარა ჭაბუკივით – ჩაწყობით, არაფორმალური გავლენებით, ნაცნობობითა თუ მექრთამეობით მიაღწიეთ, ეროვნულ-სარწმუნოებრივი სიმბოლიკების ნიღბით, დიდი ოდენობით თანხები გაათეთრეთ და მიითვისეთ!

თქვენ შეიძლება წარმოადგინოთ დოკუმენტები და დიპლომები, ეს რომ გაქვთ – ვიცით! მაგრამ რა გზით და როგორი წესით გაქვთ,რამდენად ავთენტიკურია, ყალბია ისინი თუ ნამდვილი, სწორედ ესაა საგულისხმო და არსებითი, თორემ ფეიქები, რომ გექნებათ, ეგ რა გასაკვირია?!

ამრიგად, მთელმა ინტელექტუალურმა და ერუდირებულმა საზოგადოებამ იცის, რომ თქვენი კვალიფიკაცია, პროფესიონალიზმი და კომპეტენცია ძალზე დაბალ დონეს მიესადაგება და საბაკალავრო საფეხურზე ზემოთ ვერ მიდის.

რაც შეეხება თქვენი მხრიდან წიგნების გამოცემასა და ავტორობას, როცა კი ამაზე ვფიქრობ, უნებლიედ ლეონიდ ბრეჟნევის „სამწერლობო საქმიანობა“ მახსენდება, როგორი რუდუნებით აწერინებდა ის თავის ხელქვეით თანამზრახველებს „ლიტერატურულ შედევრებს“ და შემდეგ მათ საკუთარ სახელზე იწერდა. ამდენად, გროტესკული ტრაგიზმიც სახეზე გვაქვს ამ მხრივაც.

II

რაღა გალავანმორღვეული ქალაქი და რაღა კაცი, საკუთარ სულს რომ ვერ აკავებს (იგავ. 25,28).

უკანასკნელ პერიოდში, თქვენმა ეპატაჟურმა (თქვენ უკვე ყველას და ყველაფერს გავეშებით უპირისპირდებით) თავხედობამ ერთგვარი ზიანი მიაყენა საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტის პრესტიჟსა და იმიჯს, მაშინ როცა თქვენ, სრულიად უსაფუძვლოდ და პარადოქსულად დაუპირისპირდით მთელ პედ-კოლექტივს, სტუდენტურ სპექტრსა და რექტორს, რომელიც უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენეთ, თქვენი არარელევანტური და უსაფუძვლო სკანდალის გამო, რომელიც დოქტორანტ მღვდელ-მონაზონ ანდრიასთან (სარია) გადაგხდათ, სადაც დისკრიმინაციას ეწეოდით აღნიშნული პირისა და განსხვავებული აზრის გამო მის გაძევებას მოითხოვდით სასწავლებლიდან, თანაც ისე, რომ მას არც ქცევის კოდექსი და არც შინა განაწესი არასდროს დაურღვევია. ამ საქმის წარმოებისას თქვენ იქამდეც მიხვედით, რომ უშუალოდ კათოლიკოს-პატრიარქსაც კი ულტიმატუმი წაუყენეთ, რომ თუ ხსენებული დოქტორანტი არ დატოვებდა უნივერსიტეტს, იმ შემთხვევაში თავად დატოვებდით სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას (ბედის ირონიით ამ პოზიციას იკავებთ დღემდე  სასწავლებელში).

ბატონო გიორგი, თქვენ, ტრადიციულად, ერთი გასროლით რამდენიმე კურდღლის მოკვლას ცდილობდით:

  • დიდი ხნის საწადელის ასრულებას, ანუ აღნიშნული სასწავლებლის რექტორის თანამდებობის მოპოვებას ამჟამინდელი ხელმძღვანელობის დისკრედიტაციის გზით;
  • საკუთარი რენომეს წინ წამოწევასა და საპატრიარქოს სამდივნოს თვალში თავმომწონეობა-დაწინაურებას;
  • პირადი ბალღამის ამონთხევასა და მანამდე სატელევიზიო დებატებში პირწმინდად დამარცხების აღმოფხვრას მღვდელ-მონაზონ ანდრიასთან, ვლადიმერ ნარსიასთან და სხვებთან;
  • პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის ამოცანებისადმი (რომელიც ნებისმიერ წარმატებულ უნივერსიტეტს ყოველთვის ლატენტურად უპირისპირდება, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ საპირწონე ძალა გაანადგუროს) მაამებლობას, მისთვის ვალის დაბრუნებას და მისი მეშვეობით დამატებითი ადმინისტრაციულითანამდებობისათვის ხელის გამოკვრას.

ამასთან, მზაკვრობის კულმინაციას კი თქვენი მხრიდან გადადგმული ფინალური სვლა წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც თქვენ არც მეტი არც ნაკლები, იკადრეთ და იმ სასწავლებელს უჩივლეთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელთან – ქალბატონ თამარ სანიკიძესთან), რომელსაც თავად ჯერ კიდევ წარმოადგენთ თანამდებობრივად. თურმე და თქვენი უბირი აზრით, ქართული უნივერსიტეტის აკრედიტაციის საკითხი გადასახედია, რაც რასაკვირველია ყოვლად უსაფუძვლო, პროვოკაციული და ინტრიგნული შეფასებაა.

ბოლოს კი ბიბლიური იობის სიტყვებით, თქვენი ცხოვრების ჰიმნს ავაჟღერებ და კიდევ ერთხელ ჩაგახედებთ იმ მამხილებელ სარკეში, რომელსაც თქვენ დღენიადაგ გაურბიხართ:

 “ბოროტეულთა სიხარული ხანმოკლეა და უღვთოს ლხენა წამიერი. თუნდაც ცამდე ამაღლდეს მისი დიდება და მისი თავი ღრუბლებს მისწვდეს, თავის განავალივით გაქრება საბოლოოდ; იკითხავენ მისი მნახველნი, სად არისო? გაფრინდება როგორც სიზმარი და ვერავინ იპოვნის”. (იობ. 20.5-8).